ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2015


ვახშმისპირული პუანტი - ნინო დარბაისელი

ვახშმისპირული პუანტი*
- - - - - - - - - - - - - - - - - -

(ციკლიდან: ეტიუდები)

, -,რაღაც, ბოლო დროს ჩავტკბით ძალიან,
ხომ არ ვბერდებით, ჩემო მეფეო?
ერთმანეთისთვის უფრო გვცალია,
გვინდა, ერთმანეთს უფრო ვეფეროთ.

რამდენი ვღვარეთ ცრემლი და ოფლი,
დღიდან, პირველად ხელი რომ მახლე!
შენ დამაჩვიე თამაშს დედოფლის,
რაც ნიშნავს, ვიყო შენი მოახლე.

მეუბნებოდი: ,,ხომ არ დავშორდეთ,
ვიცი , ბოლოსკენ გაგაწამებო",
სადარდელიდან -სათამაშომდე
ვრცლად გაფენილა ჩვენი სამეფო.

ბევრჯერ ვიდექით მწვერვალზე, გველის
ბევრჯერაც ყოფამ შეგვასვა შხამი....
წინ?! - გვიცივდება, სუფრაზე გველის,
დიდებულია ჩვენი ვახშამი! ..."

ასე ვხედავდი აწმყოს შორიდან -
- იმ იდილიას ჩემსას და შენსას.
ცალ-ცალკე ველით სიკვდილს ორი და
შესანდობარი რომელმა შესვას! 

- - - - - -

* პუანტი - მხატვრული ხერხი - მოულოდნელი ფინალური  ბრუნი ამბის განვითარებაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები