ოთახი ერთი შეხედვით მიულაგებელი იყო, თუმცა იყო ამ არეულობაშიც რაღაც წესრიგი. სათავგადასავლო წიგნები ერთად “ეყარა”, დეტექტივები ერთად. მუსიკალური წიგნები და ინსტრუმენტი სახელად გიტარა კი ცალკე კუთხეში იყო.
ოთახში ერთი საწოლი, ერთი კარადა, საწერი მაგიდა, ერთი სკამი და ერთი ბიჭი იყო. ბიჭს მშვიდად ეძინა. თუმცა ამ სიმშვიდეშიც იყო რაღაც შეშფოთება. თუმცა ეს შეშფოთება, ხშირად ბედნიერებით იცვლებოდა. ეს ბედნიერება კი სახეზე ღიმილით მთავრდებოდა.
ოთახში, ერთადერთი ფანჯრიდან, მზის სხივები შემოდიოდა. ეს მზის სხივები ალბათ რამოდენიმე წუთში ბიჭსაც გააღვიძებდა. ფანჯარა ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს იყო. ბიჭს მაინც მშვიდად ეძინა. თუმცა ამ სიმშვიდ… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ოთახს დავუბურნდეთ. ოთახი პატარა იყო. თუმცა კარგად იყო მოწყობილი. კედლები მარტივად, თეთრად იყო შეღებილი. თეთრ ფონზე კი ვიღაცას, ხელით დაეხატა ნახატები. ზოგგან წარწერები იყო. გემოვნება და ხატვის სიყვარული იგრძნობოდა. გიტარაც მოხატული იყო. სახელები, ხელმოწერები, საყვარელი ჯგუფის თუ მომღერლის სახელები. ადვილი მისახვედრი იყო თუ ვინ ჩაიდინა ეს “ვანდალიზმი”, თუ ბიჭის ხელებს დავაკვირდებოდით. ხელები აქაიქ საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. ასევე მის საწოლთან არსებული ფუნჯები მეტყველებდა იმაზე, რომ კედლების მოხატვა ახალი დამთავრებული იყო.
კედლის საათი შვიდ საათს უჩვენებდა. სახლის სიმყუდროვეს, მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა. ცოტაც და ბიჭის ტელეფონი დარეკავდა. ტანსაცმელიც უკვე შერჩეული იყო. იქვე სკამზე ეწყო. უბრალო კუბოკრული პერანგი და შარვალი. იქვე კედები ეწყო. ისევ მოხატული და ცოტათი დახეულიც. ოთახში სხვა ფეხსაცმელიც იყო თუმცა ალბათ ეს ბიჭის საყვარელი ტანისამოსი იყო. ბიჭს შავი თმა ჰქონდა. გრძელი და სწორი თითები. ამ დროს შეიშმუშნა, თავისი გრძელი თითებით ცხვირი მოიფხანა. თუმცა არ გაღვიძებია. ცხვირი ცოტა კეციანი ჰქონდა და შუაში ცოტა შეწითლებული ჰქონდა. ალბათ რომელიმე გზააბნეული ხე დაეჯა. ტუჩები თხელი და წითელი ჰქონდა. ტუჩს ზემოთ პატარა შრამი ჰქონდა. ალბათ აქაც რომელიმე გზააბნეული ხე დაეჯახა. თვალის უპეები ჩაშავებული და ცოტა არი იყოს დანაოჭებული ჰქონდა. მისი ასაკისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოა თუმცა, მთლიან სურათს უხდებოდა. კანის ფერი თეთრი ჰქონდა. გეგონებოდათ მზის შუქი არასდროს ენახ…
ამ დროს მაღვიძარაც ახმაურდა. უკვე რვა საათი იყო. ბიჭი შეიშმუშნა. წამოიწია, გათიშა მაღვიძარა და ისევ გააგრძელა ძილი. თუმცა დიდი ხანი არ დასცალდა. ერთ წუთში ისევ ახმაურდა მაღვიძარა. გეგონებოდათ სპეციალურად იყო დაყენებული ასე. თუმცა ალბათ ასეც იყო. ამჯერად უკვე საბოლოოდ გაახილა ბიჭმა თვალები. მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, სევდიანი მაგრამ იმედისმომცემი. ალბათ ეს სულითმებრძოლი ადამიანის თვალები იყო. იმ ადამიანის, რომელაც მომავლის იმედი ჰქონდა. ამ თვალებში იმედის ნაპერწკალი იყო. ეს ალბათ ის ნაპერწკალი იყო რომელიც ოდესმე აგიზგიზდება და დიდ ალად იქცევა.
ბიჭი საწოლიდან წამოიწია, ოთახი მოათვალიერა. ერთ წერტილს გაუჭტერა თვალები. ეს წერტილი კი არა უფრო ნახატი იყო, გაეღიმა. ფეხები მოკეცა და მუხლებს დაეყრდნო. უყურებდა და ღმერთმა იცის რას ფიქრობდა, ან ფიქრობდა თუ არა საერთოდ. ცოტა ხანში წამოდგა, თავი მოიქექა. საათს დახედა მაიკა გადაიცვა და სააბაზანოში გავიდა. იქიდან უკვე მოწესრიგებული გამოვიდა. პირსახოცი მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და ცდილობდა ხელებიდან საღებავის კვალი გაექრო. თუმცა უშედეგოდა. ბოლოს დანებდა “ეჰ… ერთი ამისიც.” ჩაილაპარაკა და ოთახში შებრუნდა. ისევ ნახატისკენ გაექცა მზერა. უბრალო პორტრეტი იყო. განსაკუთრებული არაფერი. ერთი გოგო ეხატა. გოგოს უკან კი უბრალო სიშავე იყო.
დიდი ხანი არ გაჩერებულა პორტრეტთან. შარვალი ამოიცვა. მაიკა გაიხადა და პერანგი ჩაიცვა. ჩაცმის დროს ერთ წერტილში იყურებოდა. შუბლი შეჭმუხნული ჰქონდა. თვალები აფორიაქებული, ტუჩები მოეკუმა და გასთეთრებოდა. ხელებიც ცოტა არ იყოს უკანკალებდა. როდასაც ჩაცმას მორჩა, სამზარეულოში გავიდა. იქ უკვე ქალი ფუსფუსებდა. ფეხის ხმის გაგონებაზე მოტრიალდა. ლამაზი ქალი იყო, თუმცა სილამაზეში ასაკი შეპარვოდა უკვე. თმა ქერად ჰქონდა შეღებილი. შეღებილი იმიტომ, რომ წარბები მუქი ჰქონდა. საოცარი ღიმილი ჰქონდა. ნათელი და სუფთა. ალბათ ასეთი ღიმილით მხოლოდ თავის შვილს უღიმოდა. ბიჭმაც გაუღიმა. თუმცა ამ ღიმილში სევდა უფრო მეტი იყო ვიდრე ეიფორია.
ქალი თავის, სწორ და გრძელ, თითებს მარჯვედ ხმარობდა. ხშირად გადაიწევდა ხოლმე ყურს უკან თმას. ყურზე კი მისი ახალგაზრდული სულის ნიშანი, ოთხგან გახვრეტილი ყური ამშვენებდა. თან რაღაცას ღიღინებდა. ბიჭისთვის ნაცნობი სიმღერა იყო, თუმცა არ უსმენდა. ქალის თვალები ბედნიერებას ასხივებდა. სიამაყეს და სიხარულს.როგორც ყველა გამოცდილი დიასახლისი, რამოდენიმე საქმეს ერთად აკეთებდა. ოთახში სიმშვიდეს უკვე საჭმლის გემრიელი სუნი არღვევდა. ეს ყველასთვის საყვარელი სუნია. ეს ის სუნია, რომელიც სახლის სიმყუდროვეს გვაგონებს ჩვენს ბავშვობის მოგონებებს გვიღვიძებს და დედის ზურგს გვახსენებს, როდესაც იგი ჩვენს გამოსაკვებად საჭმელს აკეთებს.
– მზად ხარ? ხომ არ ნერვიულობ. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე მე შენს გვერდით ვარ. მამაც შენს გვერდითაა… – ამის თქმაზე ქალს თვალზე ცრემლი მოადგა, თუმცა არ მიუქცევია ყურადღება.
– კი დე. არ ვნერვიულობ. მე… მე მჯერა საკუთარი თავის.
– ყოჩაღ ლუკა. ჩაის დალევ?
-კი… დე რო არ მოეწონოთ რა ვქნა მერე?
– არ მოეწონებათ უკეთესს დახატავ. თუმცა ჩემთვის შენ საუკეთესო ხარ. მიდი ჭამე მალე და მეც მოვემზადები. – ეს უთხრა და ჩაი და ბუტერბროთები მიუტანა. თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე უჩქმიტა.
ლუკა ცოტა დამშვიდდა. ჭამდა და თან დღევანდელ დღეზე ფიქრობდა. მისთვის ეს პირველი გამოცდა იყო. ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა იყო. ლუკაც ახალგაზრდა იყო, თან მხატვარი. და პირველად გაიტანა თავისი ნახატი სახალხოდ. აქამდე მხოლო დედამ და უახლოესმა სამეგობრომ იცოდა, რომ ხატავდა. ყველას მოსწონდა თუმცა, ლუკა მაინც არ იყო კმაყოფილი. ეგონა, რომ ისინი არ იყვნენ კომპეტენტურები და ვერ აფასებდნენ ისე როგორც საჭირო იყო. მას კრიტიკა უნდოდა. თუმცა არ იცოდა კრიტიკას როგორ მიიღებდა. ფიქრობდა, რომ მტკივნეული იქნებოდა, თუმცა დედამ დაარწმუნა, რომ უნდა ეცადა. ისე ვერაფერს მიაღწევდა. დედამ უთხრა, რომ ეს იქნებოდა მისი ნაბიჯი დიდ მომავალში. ლუკა ფიქრობდა, რომ დედა არ ცდებოდა. ეს მართლაც სამომავლო ნაბიჯი იყო.
– აბა რა ქენი, დაამთავრე? ნახე… ერთი ლუკმაც არ უჭამია. კარგი წამოდი გზაში შეჭამ რამეს.
– მოვდივარ. მოიცა ნახატს ავიღებ და გამოვალ ეხლავე. – ლუკა მაშინვე გავიდა სამზარეულოდან. ნახატი უნდა აეღო. არ იცოდა რომელი, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა პირველივე რაც ხელში მოხვდებოდა აეღო. კარადა გამოაღო, თვალები დახუჭა. ხელი გაიწვდინა და პირველივე ჩარჩოს მოკიდა ხელი. მაშინვე თვალები გაახილა. ხელში “მისი აბსტრაქცია” შერჩა. ასე დაარქვა ამ ნახატს. ძალიან არ მოსწონდა ეს ნახატი, თუმცა გადაწყვიტა ბედს მინდობოდა. თვლიდა, რომ ეს უბრალო ნახატი იყო. არაფერი განსაკუთრებული. ამიტომ არ მოსწონდა. თუმცა ბევრი იწვალა ფერების შერჩევაზე. მაგრამ მეტს ელოდა. და ამიტომაც დაარქვა “მისი აბსტრაქცია” და არა თუნდაც “თავისი აბსტრაქცია” ოთახიდან გამოვიდა. დედა უკვე ელოდებოდა. მაშინვე შეახვიეს ნახატი ქაღალდში და სახლიდან გავიდნენ. უკვე ცხრა საათი იყო. გამოფენაზე რეგისტრაცია კი ერთ საათში იწყებოდა.
ნახევარ საათში უკვე გამოფენაზე იყვნენ დედა-შვილი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა უაზროდ ჟღეს :D ეხლა დავაკვირდი. მადლობა რომ მეხმარებით. რა უაზროდ ჟღეს :D ეხლა დავაკვირდი. მადლობა რომ მეხმარებით.
3. წავიკითხე :)
"ყურზე კი მისი ახალგაზრდული სულის ნიშანი, ოთხგან გახვრეტილი ყური ამშვენებდა. "- უამრავი ასეთი შეცდომაა ტექსტში.
სიცოცხლე აკლია თქვენს თხრობას.
წავიკითხე :)
"ყურზე კი მისი ახალგაზრდული სულის ნიშანი, ოთხგან გახვრეტილი ყური ამშვენებდა. "- უამრავი ასეთი შეცდომაა ტექსტში.
სიცოცხლე აკლია თქვენს თხრობას.
2. გავითვალისწინებ, მადლობა გავითვალისწინებ, მადლობა
1. თეთრიღამურა, პირეველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ საძიებლით (ctrl+F) სიტყვა "იყო" - ს რაოდენობა შევამოწმე. მოსინჯე შენც. იმის თქმა მინდა რომ ე.წ. პასიური ფორმით წერა არაა მთლად ხელსაყრელი
თეთრიღამურა, პირეველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ საძიებლით (ctrl+F) სიტყვა "იყო" - ს რაოდენობა შევამოწმე. მოსინჯე შენც. იმის თქმა მინდა რომ ე.წ. პასიური ფორმით წერა არაა მთლად ხელსაყრელი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|