ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2015
== ხის რეკვიემი ==
შენ რა გგონია?! მე, მაგ მარცვალს, სიყვარულის თესლს, რომელიც, თითქოს, ჩემს სამიწე, ყრუ გულში ჩაფლე; ჩემივ ცრემლებით გააფუვე ლებანი, მორწყე, რატომ ვახარებ?! რა გგონია, აკვანს რად ვურწევ?! რად ვეფერები?! რატომ ვსხლავ და ან,რისთვის ვუცდი მძლავრი მკლავები გამოისხას; დიდ ხედ რომ იქცეს. რატომ მინდა რომ ჩანასახის მეხსიერება ტანზე კოჟრებად გამოაჯდეს ან თრთვილად ასხდეს. ვუკითხო ფიცი - სიყვარულის... შელოცვასავით. "ხეო, გაივსე, გაიზარდე... ჩემი...სულ ჩემი... მარტო ჩემი; ხეო, გაივსე, გაიზარდე... ჩემი...სულ ჩემი... მარტო ჩემი. ხეო, გაივსე და იზარდე – ჩემი...სულ ჩემი... მარტო ჩემი“ შენ რა გგონია?! როგორ ფიქრობ, აკვანს რად ვურწევ ამ თესლს, სამიწე და ყრუ გულში რაც დამიფალი, რატომ ველი რომ გაიზრდება, ან, ჭალის მუხა, ან, ტანმაგარი, ტოტებხშირი ხმელი წიფელი. რისთვის ვუმარგლავ ფესვის ირგვლივ წვრილ სარეველებს, ან, რატომ ვაყრი სასუქს, რისთვის ვაყოლებ ჩურჩულს. შელოცვასავით სიყვარულის ფიცს რატომ ვაჩვევ. ჰო, ველოდები, გაიფოთლოს, ხავსი ჩაიცვას, ჩიტების ბუდე სამშვენისად მოირგოს თავზე– კვირტების მძივი შემოიბას ცივ ზამთრის ბოლოს და იდგეს ვრცელი ველის გულში ეულად, ასე... ფუღუროებში მოუჩანდეს, ის,– რაც რომ მოსდევს გაფუებული, ცრემლნაყლაპი ჩანასახიდან. შენ რა გგონია, მე მაგ მარცვალს, სიყვარულის თესლს რატომ ვახარებ. რისთვის ვუვლი, ან, რატომ ვუცდი მძლავრი მკლავები გამოისხას?! სიცოცხლის ხე რომ ყველას ეგონოს; ხო, ძლიერ მინდა! ისე ძლიერ... ისე ძალიან... შენი ხსოვნა რომ ჩამოვახრჩო მის ტოტზე ბოლოს.
მამაჩემმა სახლთან ბაღში ნერგად დარგო ვაშლის ხე დილით ადრე ბაღთან სახლში, დავიბადე თურმე მე. ორნი ერთად ვიზრდებოდით, სახლში მე და ბაღში ხე, ერთმანეთთან ვმეგობრობდით, ერთად ვიყავთ მე და ხე. ხე მცხუნავ მზეს მიჩრდილავდა, წყალს ვასხამდი მიწას მე. გაზაფხულმა ნექტრით გვამყნო, მწვანედ ხე და ვნებით მე, აყვავილდა დამშვენდა ხე, დავვაჟკაცდი უკვე მე, ხემ ნაყოფი ინაყოფა, დავცოლშვილდი უკვე მე. ვაშლი შვილებს ახარებდა, შვილები კი მე. უკეთესად რომ აგვეწყო ჩვენ მომავლის დღე, ხე ავდარს და ქარს ებრძოდა, ცხოვრებას კი მე, დრო და ჟამმა თავისი ქნა, გატყდა ხე და გავტყდი მე. მასაც კანი დაეკოჟრა, ისე როგორც სახე მე. ბაღში გაველ მომენატრა, საყვარელი ჩემი ხე, გული დამწყდა და ვიგრძენი მეც მომელის იგივ დღე. ეს რა შრიალი მომესმა? ვინ მეძახის ნეტავ მე? გავიხედე დაკოჟრილ ხეს, უყლორტია ნორჩი ხე, სახლიდანაც დამიძახეს, -”დღეს ბაბუა გახდი შენ!” ოჰ, განგებავ დაილოცოს შენი ძალა, შენი ზნე, სიცოცხლე რომ უკვდაჰყავი, თუნდ შეგვცვალე მე და ხე, ახლა ვიცი. ახლა მჯერა, სიცოცხლეა მძლეთა მძლე, არასოდეს წავიშლებით ბაღში ხე და სახლში მე !
:))
მე და ხე