ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
4 თებერვალი, 2015


ჰერი, ჰერი

ჰერი, ჰერი, ჰერი, ჰერი,
მზემ გამოცრა ოქროს ფერი,
აბიბინდა მთა და ველი,
გაიზმორა ტყეში შველი.

ხევი ზამთარს მიაცილებს,
მთიდან მოაქვს ნამქერები,
მდინარენი ისე ქუხან.
თითქოს იყვნენ ჩანჩქერები.

სერზე ცხვარი შეფენილა,
ტკბილად მღერის სალამური,
ძაღლი ფარას დავლურს უვლის,
დილა არის საამური.

ზამთრისაგან დაზაფრული,
გზას მოიკვლევს ნაკადულუ,
ჭალას ია გაიზმორა,
და მხრებს იშლის გაზაფხული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები