ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უტა ლაშხი
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2015


65 კვადრატი

ბებიაჩემის ხელები რომლებსაც წლებმა ეროზია დამართეს სიკვდილ მისჯილის სხეულივით კანკალებდნენ. გეგონებოდათ სახლში რბილ ტახტზე კი არა ელექტრო სკამზე მჯდარიყო და მის სხეულში უკვე ძარღვების მაგივრად ელექტრონები დაცოცავდნენ, ამის შემხედვარე პაპაჩემი არაფერზე აღარ ფიქრობდა. მისი ერთდროს მკაფიოდ ლურჯი და შურიანთათვის გამაღიზიანებლად ცოცხალი თვალები არაფერს აკვირდებოდა და სავარაუდოდ თავისი რეალობიდან გაქცევა, სულაც სიკვდილი სურდა, მიუხედავად ამისა მაინც გაუჩერებლად იმეორებდნენ მისი ტუჩები ჩემს სახელს მაგრამ, დარწმუნებული ვიყავი,  მის მოხუც გონებას სულ არ სურდა ჩემი სახელის გაგონება. დედაჩემი რაღაც სველი ჩვრებით დარბოდა აქეთ-იქით, ხან რომელ კედელს მიეხეთქებოდა ხან რომელს, წიწაკა ნაჭამი თევზივით იყო, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, ტბაში კი არა პატარა აკვარეუმში გამოეკეტათ. სველ ჩვრებს რომელიც დედაჩემის ხელბში გვამებივით ესვენნენ წვეთები გასდიოდათ და დამტარებლის კვალს მოპრიალებულ პარკეტზე არცთუისე ურიგოდ ტოვებდნენ. ეს კვალი ბოლოს მამაჩემის დაჩოქილ მუხლებთან ჩერდებოდა, ის ჩვეულებრივ ჯერ კიდევ იმ ხანის ადამიანის პოზაში იყო რომელიც ხეზე ცხოვრობდა. სახე კედლისკენ ქონდა, ვერ ვხედავდი.  ჩვრის თეთრ წვეთებს წითელი წვეთები აგრძელებდნენ,  სავარაუდოდ წყალს სისხლი ცვლიდა და თეთრზე უკეთ მუქი წითელი ჩანდა. ხის იატაკზე  ჩვრის სისხლი ძნელად შესამჩნევი ხდებოდა. ხსენებულ მუქ წითელ წვეთებს რომლებიც ერთმანეთს ჯარისკაცებივით უკან მიყვებოდნენ, კედლის კუთხეში გადაეწყვიტათ დაბანაკება და ერთ მთლიანობად გადაქცევას აპირებდნენ  რამოდენიმე კი ამ მთლიანობის გარშემო უცხო ადგილის გამოკვლევას ცდილობდა, თითქოს დასაზვერად გაუშვესო. და მე, მეც რამეს ვაკეთებდი ალბათ იმ დროს, მაგრამ აღარ მახსოვს რას, მე ამ სურათს ვხედავდი დაახლოვებით ისეთს სამშენებლო კომპანიები რომ აზიარებენ და ცდილობენ აგურით დასერილი სივრცით ადამიანებში მყუდროების განცდა გამოიწვიონ, სახლებს თითქოს ჭერი რომ აქვთ ახდილი და ზემოდან, თითქოს ციდიან რომ აკვირდები განვითარებულ მოვლენებს, შიგნით ამ მყუდრო 65 კვადრატში ყველა წერტილს ამჩნევ და უკეთ შეგიძლია ყველაფრის დანახვა ვიდრე იქ მცხოვრებთ. მე რამოდენიმე წამით ვუყურებდი ამ სურათს ჩვეულებრივ კერპეების ლოჟიდან და ინტუიციით ვხვდებოდი რომ ჩვენ იმპულსებით ვცხოვრობთ, ჩვენ მამოძრავებელი მხოლოდ ინსტიქტია.
ყველაფერი კი ასე დაიწყო ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები