| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 5 თებერვალი, 2015 |
" დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!.." გ. ლეონიძე მხოლოდ ცოდვები გამატანეთ, რად მინდა მადლი ანდა სიკეთე, აქა-იქ რომ ხანდახან ვთესე... მე არ მსურს ცქერა ღამენათევ, დაღალულ თვალთა, ისედაც ვიცი, რა მომელის, ასეა წესი: საკუთარ ყოფას დავიტირებ ყველაზე უკეთ, თქვენ ის იგლოვეთ, რომ აღარ ვარ თვალთა წინაშე და ნუ მომიტანთ მაგ დასაწვავ ყვავილთა ბუკეტს, სჯობს, რომ ეგ ფული დაახარჯოთ ვინმეს კინოში. მე მამაჩემთან უთქვენოდაც მშვენივრად წავალ, რადგან პირველი ნაბიჯები მისგან ვისწავლე და ნუ გამატანთ მაგ სიწმინდეს, ცრემლები მრავლად ვიხილე თქვენგან და მაშინაც კარგად მიწამლეს. მე იქაც უნდა დავიტირო მწარე ნოველა ჩემი ცხოვრების-პოეზია, რომელსაც ერქვა... ჩემი ცრემლები იების წილ ხვალ სარეველად მოვა და მაშინ ნუ მიმართავთ უგნურად ერქვანს. თუ დედის ცრემლის ნაწვეთარზე ამოდის ია, მაშინ ჩემს ცრემლებს სარეველა ბალახი ჰქვია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. +.05/02/15წ. ნექტარი. +.05/02/15წ. ნექტარი.
7. ''ცოდვა კი არის სარეველა ყაყაჩოს ერქვას''.
მურმან ლებანიძე ``ცოდვა კი არის სარეველა ყაყაჩოს ერქვას``.
მურმან ლებანიძე
6. იცოცხლე ლევან, მადლობა :) იცოცხლე ლევან, მადლობა :)
5. იუმორიც კარგი გქონია.... გაიხარე!!!! იუმორიც კარგი გქონია.... გაიხარე!!!!
2. არ გამოგადგები :დდდდ გიორგი მქვია, ბალახაშვილი :) არ გამოგადგები :დდდდ გიორგი მქვია, ბალახაშვილი :)
1. ბოდიშს გიხდი, მაგრამ მითხარი ბიჭი ხარ თუ გოგო?
ლექსი ძაან-ძაან მომეწონა და...... ბოდიშს გიხდი, მაგრამ მითხარი ბიჭი ხარ თუ გოგო?
ლექსი ძაან-ძაან მომეწონა და......
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|