 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 6 თებერვალი, 2015 |
ანა ახმატოვა
***
ვით ჭის სიღრმეში თეთრი ლოდია, მოგონება ძევს ჩემშიც ის ერთი. არ მინდა ბრძოლა, არც შემიძლია... ლხინია ჩემი და ტანჯვა ერთვის.
თუ ღრმად ჩამხედავს თვალებში ვინმე, უმალ გახდება მხილველი მისი, იქნება უფრო მწუხარე, ვიდრე მსმენელი ამბის შესაბრალისის.
ღმერთები საგნად აქცევდნენ როცა, კაცს არ უკლავდნენ, ვიცი, გონებას, რათა ეცოცხლათ დარდებს საოცარს. შენ ხარ ქცეული ჩემს მოგონებად...
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Анна Ахматова
***
Как белый камень в глубине колодца, Лежит во мне одно воспоминанье. Я не могу и не хочу бороться:... Оно — веселье и оно — страданье.
Мне кажется, что тот, кто близко взглянет В мои глаза, его увидит сразу. Печальней и задумчивее станет Внимающего скорбному рассказу.
Я ведаю, что боги превращали Людей в предметы, не убив сознанья, Чтоб вечно жили дивные печали. Ты превращен в мое воспоминание.....
5 июня 1916, Слепнево
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ნეფერტატი ძვირფასო, რომ წაიკითხეთ და გამამხნევეთ! :) მადლობა ნეფერტატი ძვირფასო, რომ წაიკითხეთ და გამამხნევეთ! :)
4. მშვენიერია. :))
მშვენიერია. :))
3. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო! დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო!
2. მადლობა, ბატონო ოთარ! თქვენი თარგმანის მესამე სტროფი კონცეპტუალურად ზედმიწევნით ახლოა ორიგინალთან. მე ფორმის რაფინირებისაკენ სწრაფვის გამო მანდ აზრობრივი აქცენტი , ცოტა არ იყოს, გამიფერმკრთალდა. თქვენ - მეორე სტროფში დაპირისპირება დაგითმიათ. საუბარია იმაზე, რომ ვინც თვალებში ჩამხედავს, მსმენელზე უკეთ გაიგებს ჩემს ამბავსო. ასევე მომეწონა, რომ კარგად შეინარჩუნეთ ეს: ,,მასთან არ ძალმიძს და არც მსურს ქიშპი... " მადლობა, ბატონო ოთარ! თქვენი თარგმანის მესამე სტროფი კონცეპტუალურად ზედმიწევნით ახლოა ორიგინალთან. მე ფორმის რაფინირებისაკენ სწრაფვის გამო მანდ აზრობრივი აქცენტი , ცოტა არ იყოს, გამიფერმკრთალდა. თქვენ - მეორე სტროფში დაპირისპირება დაგითმიათ. საუბარია იმაზე, რომ ვინც თვალებში ჩამხედავს, მსმენელზე უკეთ გაიგებს ჩემს ამბავსო. ასევე მომეწონა, რომ კარგად შეინარჩუნეთ ეს: ,,მასთან არ ძალმიძს და არც მსურს ქიშპი... "
1. კარგია! +5!!!
დავდებ ჩემს ვარიანტსაც -
ანა ახმატოვა - ვით ჭის სიღრმეში გდებული სიპი
ვით ჭის სიღრმეში გდებული სიპი, ერთი რაღაცის ჩემში ძევს ხსოვნა, მასთან არ ძალმიძს და არც მსურს ქიშპი... ის ლხინიცაა, ამასთან - გლოვაც.
მგონი, თვალში თვალს ვინც-კი გამიყრის, წარმოუდგება ის უმალ თვალწინ, მეტად აღავსებს ნაღველიც, ფიქრიც, ყურისგდებისას მწუხარე ამბის.
როს ღმერთნი კაცებს აქცევდნენ საგნად, ცნობიერების არ კლავდნენ უნარს - საკვირველ წუხილთ ეცოცხლათ მარად. შენ კი ჩემს ხსოვნად გადაქცეულხარ.
6 თებერვალი, 2015 წ.
თარგმნა ოთარ ცისკაძემ
კარგია! +5!!!
დავდებ ჩემს ვარიანტსაც -
ანა ახმატოვა - ვით ჭის სიღრმეში გდებული სიპი
ვით ჭის სიღრმეში გდებული სიპი, ერთი რაღაცის ჩემში ძევს ხსოვნა, მასთან არ ძალმიძს და არც მსურს ქიშპი... ის ლხინიცაა, ამასთან - გლოვაც.
მგონი, თვალში თვალს ვინც-კი გამიყრის, წარმოუდგება ის უმალ თვალწინ, მეტად აღავსებს ნაღველიც, ფიქრიც, ყურისგდებისას მწუხარე ამბის.
როს ღმერთნი კაცებს აქცევდნენ საგნად, ცნობიერების არ კლავდნენ უნარს - საკვირველ წუხილთ ეცოცხლათ მარად. შენ კი ჩემს ხსოვნად გადაქცეულხარ.
6 თებერვალი, 2015 წ.
თარგმნა ოთარ ცისკაძემ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|