ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2015


•••ქარიან ამინდში••• და სამი უსათაურო

ქარიან ამინდში,
ხელის გულებიდან გამოჟონილ
მოტკბო სველ სიცივეს,
სახის ნაკვთებს შორის ვიწროდ ჩალაგებულ
წითელ ბალიშებზე,
გადაატარებ
გადმოატარებ
გადაატარებ
და ასე გამუდმებით.
სანამ არ აგეტირება მარტოობისგან.
დაგავიწყდება ყოველგვარი ფილოსოფია და
აი, მანდ ხვდები რომ გენძრევა,
ჩემო თავო..
ქარიან ამინდში..




• • •

მე არავინ ვარ, ჩარჩენილი არაფერს შორის....
და მივუყვები ღამის თბილისს... ძალიან ჩუმი
ღამეა, ქარიც სადღაც გაქრა და თითქმის ორის
ნახევარია (მე კი ეგეც არ დავრჩი თურმე,
ასე მეტყოდა დედაჩემი. თავისი ხელით,
წასვლის წინ, თბილ ქუდს ჩამტენიდა"რიჯგვინა თავზე.")
და მაინც ისევ მივუყვები გზას თავშიშველი
იქნება ამ გზას
ამ ქალაქს
ამ ქვეყანას
როგორმე გავცდე...


• • •

მტკვარი წვიმაში ბევრად უფრო ბავშვური ხდება,
უმალ ივიწყებს სიდინჯეს და ზედაპირს აცდის,
ქალაქის მტვერში გამურული წვეთებსის წყება,
ჩაიკრას გულში... ხეტიალი ქუჩიდან სახლში,

სახლიდან გარეთ, გარდეან სახლში და იშვიათად
გინდა, რომ დარჩე შენს ფიქრებთან, საათებს ითვლი.
მერე, დაცინვით ნეკერჩხლები ტოტს გაიშვერენ
წვიმაში ვიღაც გარეკელი ნაბიჯს რომ ითრევს...

მტკვარი წვიმაში ბევრად უფრო ქალური ხდება
და უფრო ნაზი, უფრო მშვიდი, უფრო ამაყი,
უფრო და უფრო უფერო ამინდს და წვიმის წყებას
შემოაქროლებს ოქტომბერი ჩემთან ამაღამ.

• • •

ვყიდი აისებს სექტემბრიდან. უიმედობა
დამჩემდა თურმე. შემოდგომის მოდგომა მდგმურად
ვერც კი შენიშნეს ამ ჭადრებმა. ბევრი მეთოდით
გააცლით ქარი მოგონებებს. პერიოდულად

იმავე ადგილს ვუბრუნდები ისევ და ისევ,
ისე რომ ვერც კი გამიგია რისთვის. ყოველ დღე
ვხვდები, არაფრით გამორჩეულ, ჭადრებთან ნილებს.
რამდენჯერ მითხრეს: - მშვიდობით! - და უკვე ყელშია...

ასე უბალოდ, კიდევ ერთი დეკემბრის რისკით
(მზისკენ გაფრენა არც უფიქრიათ მათ არასდროს)
როცა გვტოვებენ, მიფრინავენ მერცხლები ცისკენ,
მე ბეღურებთან ერთად ვრჩები შენს ფანჯარასთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები