| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 10 თებერვალი, 2015 |
„ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლექსები ვწერო“. ლადო ასათიანი
„ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს“. ტიციან ტაბიძე
მე იგი ასე რად შემიყვარდა რად შემიყვარდა მე იგი ასე, მაქვს არაფერი, თითქოს, მის გარდა, რომ მამღელვარებს, მიმძაფრებს განცდებს. მე შევიშალე, უკვე გავგიჟდი ნურვინ იჩქარებთ, არც მინდა შველა, ვეღარ დამიშლით და ნურც დამიშლით, ლექსთა გრიგალმა თუმც გადამთელა. ეს გაგიჟება ტკბილია მეტად ეს გაგიჟება ტკბილია უფრო, როდესღაც, თითქოს, მე დამებედა ლექსებით ასე რომ ვისაუბრო. მე იგი ასე რად შემიყვარდა რად შემიყვარდა მე იგი ასე, მაქვს არაფერი, თითქოს, მის გარდა, რომ მამღელვარებს, მიმძაფრებს განცდებს.
7.02.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ოო ეს სიყვარულიი :) რას არ გათქმევინებს:))) ოო ეს სიყვარულიი :) რას არ გათქმევინებს:)))
1. კარგი ლექსია, სიყვარულიანი, მაგრამ ამ პატარაში ამდენი "გაგიჟება"-ს გამეორება ზედმეტად მეჩვენება, თუმცა სიყვარულმა შენ კი, არა გადარია ტარიელი. კარგი ლექსია, სიყვარულიანი, მაგრამ ამ პატარაში ამდენი "გაგიჟება"-ს გამეორება ზედმეტად მეჩვენება, თუმცა სიყვარულმა შენ კი, არა გადარია ტარიელი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|