ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2015


* * *

ნუშის ყვავილის ნაზი სურნელი
ირგვლივ გაზაფხულს ამცნობდა არეს.
ნეტარი ვიყავ და უურველი,
ორივ მწყალობდა, მზეცა და მთვარეც.

ბედის ბორბალის მესაჭე მერქვა,
ათასი ღამის ერთი მთხრობელი.
საითაც გუთნის გავწევდი ერქვანს,
იქით მომდევდა მთელი სოფელი.

ლურჯი ოცნებაც კუდში დამდევდა,
არავის ვცნობდი გვარსა და სახელს.
ძილი მქონდა, და არ მქონდა სევდა,
ერთ დროს...,
სანამ შენ გამომესახე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები