ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2015


ერთი კუნჭული

ხუთისა რა მოგახსენოთ და... ერთი კუნჭული
სულ მეგულება შესაყუჟად ჩემი ბავშვობის.
ჰო, იმ კუნჭულში დათამაშობს და დაბუნჩულებს
ის მოგონება, ცხრაზე მეტი მთა რომ მაშორებს...
მიმოუცელავს დროს ის ველიც და ის მინდორიც,
თვალდახუჭული რომ დავყავდი ციცინათელას.
ფიქრის სახლიდან გამოდევნა რამაც ინდომა,
სულ სხვა ცხოვრება დარქმეოდა უკვე სახელად...
მერე ვეომე ხან ქარებს და ხან მის წისქვილებს,
ვიმწვერვალე და ვიუფსკრულე მზიდან მთვარემდე.
ბედისწერა კი წერილობით გადმოვიბირე,
ჩემი ცხოვრება რომ ენახა ჩემი თვალებით...
ვერც ვიფიქრებდი წლები მთებად თუ იზრდებოდნენ,
ტკივილები კი ცრემლშეყინულ სტალაქტიდებად.
ჩემს ბავშვობას კი, გულის კარის ერთგულ მეზობელს,
მაშინ ვაკითხავ, გული მართლა როცა მტკივდება...
                  12.02.15



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები