 | ავტორი: მევარმე ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2015 |
ციდან, გედებივით ეშვებიან ფანტელები, ცივად ეცემიან, გულთბილები ფანჯარაზე.. ბუხარს, ვარდისფერი აეცეკვნენ ნაფოტები, სულზე მომეკიდე რადგან , გული არ ჩავრაზე..
დივანს მოეკიდა სველი ცეცხლი საფერავის ტანი ვნებიანად გითამაშებს, თვალებივით, თუმცა ტანზე მეტად ეგ თვალები სხვა ვერავის თვალებს ენატრებათ, ასე გრძნობით მთვრალებივით..
გსვამ ,თან გეფერები საფერავის არომატით მსვამს, თან მეფერება, მე ,ტუჩებზე, ეგ ტუჩები. იცი?! შევიგრძენი სიყვარული და რომ მათი (ანუ მაგ ატმების) დავიწყებას გადვურჩები.
მე ,კვლავ შენს ნაბიჯებზე დავაბიჯებ, ამ სიზმრებში შენ, მკვლავ მე ,მაბიჯებ და შემდეგშიც დამაბიჯებ, თუ, ამ სიზმარივით, გააღვიძებ ცას ირმებში ისევ გათოვდება გინატრებ და გამაგიჟებ..
ციდან, ირმებივით ეშვებიან ფანტელები, თბილად ეცემიან, გულგრილები ფანჯარაზე, ბუხარს , ვარდისფერი აეცეკვნენ ნაფოტები, სულზე მომეკიდე! რადგან გული არ ჩავრაზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ვნებიანი ლექსი იქნებოდა, ცოტა რომ შეევლო ხლეი ავტორს. კარგი ვნებიანი ლექსი იქნებოდა, ცოტა რომ შეევლო ხლეი ავტორს.
5. ცივი ზამთრის თბილი სიზმარი ...მომეწონა++++ ცივი ზამთრის თბილი სიზმარი ...მომეწონა++++
2. ზამთრის სიცივეზე უფრო თბილი შეიძლება იყოს მაგრამ ზამთრის სილამაზეს რა შეედრება.. უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა.. :) ზამთრის სიცივეზე უფრო თბილი შეიძლება იყოს მაგრამ ზამთრის სილამაზეს რა შეედრება.. უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა.. :)
1. ლამაზი სიზარია ზამთრის სიცივის მიუხედავად :)
ლამაზი სიზარია ზამთრის სიცივის მიუხედავად :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|