ავტორი: ენმესაგშარრი ჟანრი: პროზა 21 თებერვალი, 2015
ღმერთის მონატრება
–მოდი ჩამო, თბილია –არა, იყოს, არ მინდა –რა იყო რა გჭირს დილიდან ეგრე ხარ, მთელი შვებულება ეგრე უნდა იყო? –არაფერი, ვფიქრობდი რაღაცას –რას აბა? აა მივხვდი იმაზე ფიქრობ არა? ხო გეუბნებოდი შეგიყვარდება მეთქი -არა, მარტო იმაზე არა, ზოგადად სიყვარულზე... –ჰოო? რას ფიქრობდი სიყვარულზე აბა? –რას და რას ნიშნავს, რომ ვინმე გიყვარს, იმას ხომ არა რომ ის შენ გეკუთვნის, ადამიანზე მაქვს ლაპარაკი, ან იმას ხომ არა, რომ მასთან ურთიერთობა გსიამოვნებს, ან იმას ხომ არა, რომ მასზე ზრუნავ, ან იმას ხომ არა, რომ მისთვის კარგი გინდა, და ეს შენი ნასურვები შეიძლება საერთოდ არ იყოს მისთვის კარგი, საერთოდ რას ნიშნავს გიყვარდეს ვინმე?!
ის წყლიდან ამოვიდა და გვერდით მიუჯდა, წვეთები ჩამოსდიოდა თმასა და ტანზე, ეუბნება:
–მემგონი იმას, რომ მიიღო ის ისეთად როგორიცაა –ჰო მაგრამ იქნებ რამე არ მოგწონს მასში, მაინც უნდა მიიღო? –რა თქმა უნდა, სიყვარულიც იმისაა, რომ მიიღო ის როგორც ადამიანი, და თუ გიყვარს ესე იგი უკვე მიიღე, და თუ გიყვარს იზრუნებ კიდეც მასზე, რომ საკუთარი ცხოვრებით აჩვენო სიყვარული, მისცემ, მისცემ, გამოკვებავ, ეყვარები, გეყვარება და აი მანდ უკვე იბადება ღმერთი, ღმერთი რა შუაშია სიყვარულთან? სიყვარული ხო.. "ტო ესტ" ღმერთი ხო ეკლესიაშია?! იმას გაეცინა, სერტიოზული სახით ეუბნება: ღმერთი არაა ეკლესიაში, ეკლესიაში გასწავლიან როგორ უნდა მიხვიდე შენს გულამდე, რადგან სწორედ იქაა ღმერთი... როცა გიყვარს ამი დროს აცნობიერებ რეალობას, იმიტომ რომ საკუთარი თავის გარდა სხვა ადამიანზეც გიჩნდება პასუხისმგებლობა, რომ ის კარგად იყოს, რომ არაფერი გაუჭირდეს, რომ.. –და რატომ უნდა გიყვარდეს ვინმე? –არა ეს აუცილებელი არაა, რომ გიყვარდეს ვინმე, სიყვარული ტვირთია, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო ტვირთი. -გამოდის მიზანი სიამოვნება ყოფილა.. –არა მიზანი ცხოვრებაა, რადგან როცა გიყვარს მაშინ ცხოვრობ, ცხოვრებას ახლავს ის ნეტარება რასაც სიყვრული იწვევს და შეიცავს, ნეტარება კომპენსაცია კი არაა იმისა, რომ გიყვარს და ზრუნავ, არა ნეტარება ამისი თანმდევი პროცესია, უბრალოდ ადამიანი დროის მექანიზმში ყოველთვის ვერ ერკვევა კარგად და ჰგონია რომ რაღაცები იყო, რაღაცები კი როდისმე მოხდება, არადა არაფერიც არ იყო და არც მოხდება, ყველაფერი ახლა ხდება, აი ზუსტრად ამ მომენტში როცა ჩვენ ვსაუბრობთ, აგერ მდინარე მიედინება და შიგნით და მის ზემოთ უამრავნაირი სიცოცხლე ირევა, აი სწორედ ახლა ხდება ყველაფერი. –აუუუ.. –რა იყო? –ყველაფერს ვხედავ, და რაღაცას ვგრძნობ აი აქ და აქ, –სად აბა? –მკერდსა და მუცელში –თავში ვერაფერს გრძნობ? კაი ვხუმრობ, რას გრძნობ მაინც აბა? –რას და ისე ვარ თითქოს რაღაც ძალიან შორეული და ახლობელი მეხება, თითქოს სახლში უნდა დავბრუნდე ეგრე ვარ ახლა, ოღონდ იმ სახლში კი არა წეღან საიდანაც მოვედით, არა ეს სხვანაირი სახლია, ის თითქოს ჩემშია.. –თითქოს არა, ის მართლა შენშია, ვიცი რასაც გრძნობ, ის იგავი იცი, სახარებაში რომაა უძღები შვილის იგავი, არაა ხო იცი არასდროს წამიკითხავს ბიბლია –არც მე წამიკითხავს, "პროსტა" ეს იგავი ვიცი რა, მოკლედ კაცს ყავს ორი შვილი, უფროსი და უმცროსი, ჰოდა ეს უმროსი ეუბნება რა მამამისს რო მორჩაო მივდივარო შენგანო რა, მომეცი რაც მეკუთვნის ჩემი ქონებიდანო და წავედიო, მამა აძლევს მის წილს და ესბიჭი მიდის, ივლის ივლის, ბევრი რამ გადახდება და ბოლოს ღორების მწყემსად გაიჩითება ვიღაცასთან ძაან ცუდ პონტშია რა, აი რომ მწყემსავს იმას ნატრობს ღორები, რომ ჭამენ ნეტა მეც მქონდეს მაგდენი საჭმელიო, ბოლოს ყელში ამოუვა და წავა სახლში, მამასთან, მივა და გამოეგებება მამა, შვილი დაიჩოქებს და ეუბნება, მე ღირსი არ ვარ შენი შვილობის, მაგრამ იქნებ ღორების მწყემსად მაინც დამტოვოო, გადაეხვევა მამა, ატირდება და შეკრებს ნათესავებს, იხარეთ ჩემი შვილი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და დაბრუნდაო, ახლა ეს რატო მიგიყევი, ვიცი მეთქი რა სახლზეც მეუბნები რა, არის ეგეთი სახლი და ის ერთადერთი ნამდვილი სახლია და ის შენი მკერდის ცენტრშია. –ჰო, რომ იცოდე როგორ ცხადად ვხედავ ყველაფერს რაც მომიყევი ახლა, ვგრძნობ ყველაფერს, ნეტავ რატომ აქამდე ვერ ვგრძნობდი?! –ალბათ იმიტომ, რომ აქამდე სიყვარული არ გიგრძნია, აქამდე არეულობა იყო შენში, ახლა ისე ხარ რომ ყველაფერს ცხადად აღიქვამ, თითქოს ღრუბლები ეფარებოდა მზეს და ახლა გადაეყარა არა? –ჰო ჰო ზუსტად, მტკივა ახლა მკერდში რაღაც, თითქოს საკუთარ ქვეყანაში არ ვიყო და შორს ვიყო და მენატრებოდეს, თითქოს საკუთარ კუთხეში არ ვიყო და მენატრებოდეს, თითქოს ბავშვობაში უამრავჯერ არ მებანავოს ამ მდინარეში, –კარგია რომ გტკივა, გრძნობის უნარი აღგიდგა –ჰო –გინდა ვითევზავოთ? –როგორ აბა, ანკესები ხო არ წამოგვიღია?! –მერე რა აგერ ორ ტოტს მოვტეხ ძუად ეს ბაწარიც გამოგვადგება –ჰეჰ შენ რა მოხერხებული ხარ –მააშ –ესეც ასეე! აბა გადავაგდოთ
მარტივი და ზუსტი განმარტება სიცოცხლის არსისა... მომეწონა...:-* ისე თევზაობის სცენით რომ დაიწყოს, ვფიქრობ უფრო მოიხდენს... ბოლოში ყველაფერი გარკვეულია და ანკესზე წამოსადებიც აღარ რჩება თითქოს არაფერი...თუმცა მაინც ძალიან მომეწონა...5
მარტივი და ზუსტი განმარტება სიცოცხლის არსისა... მომეწონა...:-* ისე თევზაობის სცენით რომ დაიწყოს, ვფიქრობ უფრო მოიხდენს... ბოლოში ყველაფერი გარკვეულია და ანკესზე წამოსადებიც აღარ რჩება თითქოს არაფერი...თუმცა მაინც ძალიან მომეწონა...5
...რომ აქამდე სიყვარული არ გიგრძნია, აქამდე არეულობა იყო შენში, ახლა ისე ხარ რომ ყველაფერს ცხადად აღიქვამ, თითქოს ღრუბლები ეფარებოდა მზეს და ახლა გადაეყარა
...რომ აქამდე სიყვარული არ გიგრძნია, აქამდე არეულობა იყო შენში, ახლა ისე ხარ რომ ყველაფერს ცხადად აღიქვამ, თითქოს ღრუბლები ეფარებოდა მზეს და ახლა გადაეყარა