ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2015


### (ამ თოვლმა თუ დადო...)

ამ თოვლმა თუ დადო, ძვირფასო ამ ტყემლებს
გაუქრობს კვირტებს და სიცივით დააზრობს.
ყველაფერს დაარქმევს თავ-თავის სახელებს,
მე ნერვებს დამიხევს და სულსაც გამაძრობს.
ამ თოვლმა თუ დადო ჩაკეტავს ყველა გზას.
თუ დადო მერცხლები ვერ მოვლენ ამაღამ.
ხომ გახსოვს ხელები სახეზე გელაგა
და თვალებს მათხრიდა ეგ მზერის ღაღადი.
ჯობია არ დადოს, არ დადოს ჯობია
და თოვლი უბრალოდ, მარტივად შეგვეშვას
ჩამიწყვე ხელები ქურთუკის ჯიბეში
და შენი სხეულის სურნელზე დამგეშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს