მე გელოდი შენ.. მუდამ გელოდი.. ახლა ჩემთან ხარ და არც კი ვიცი, როგორ მოვითმინო სიხარული.. გათენდა გულში.. გულში გათენდა და დამშვიდდნენ ზღვები სულისა.. შენ აქ ხარ.. აქ ხარ შენ.. მე მხოლოდ შენში ვარ დაკარგული.. ვიცი აღარ ხარ მხოლოდ წამწამზე შერჩენილი სიზმარი, მე ვგრძნობ შენს სუნთქვას, თბილსა და შორეულს ჩემი ცრემლები უმღერიან მხოლოდ სიყვარულს. როცა საღამო.. საღამო როცა ვარდისფერ ცაში იპოვის საბანს მე მივდივარ და... და შენ მომყვები.. სამყარო არის ჩემო სულ ჩვენი.. როცა ვგრძნობ ფეთქვას.. ფეთქვას გულისას.. როცა ჩემთან ხარ, როცა ჩემში ხარ ჰარმონიულად ხმაურობს სული: მე მიყვარხარ შენ! მე შენ მიყვარხარ! .............................................................. მე გელოდი შენ.. მუდამ გელოდი.. ახლა ჩემთან ხარ და არც კი ვიცი, როგორ მოვითმინო სიხარული..