ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პოეზია
6 მარტი, 2015


###(ჩემს სახლთან )

ჩემს სახლთან
ყვავები ბუდობენ.
შენს სახლთან
ბუდობენ მტრედები.
გენდობი შენ ასე უნდობელს.
მიყვარხარ სულს გადამეტებით.
ჩემს სახლთან
მიწაა გამხმარი.
შენს სახლთან
უსაზღვრო მინდვრები
და როგორც მლოცველებს საყდარი
მჭირდები...
მჭირდები...
მჭირდები...
ჩემს სახლთან
ყველაფერს გართმევენ.
შენს სახლთან
გასცემენ წყალობას.
მე ვამბობ:
-მიყვარხარ ასეთი.
შენი პასუხია:
-მადლობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს