ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ციცანა/გვანცა ჯობავა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2008


დილამ გათენება გადაიფიქრა...

* * *

წვიმდა და შემცივდა...
დედამიწამ გაიხადა თავის სამოსი
და მომახურა.
მე კი ვტიროდი ჩუმად...
რადგან ამ დილამ გათენება გადაიფიქრა
და მომატყუა...
ის სამოსი კი, მე რომ მეგონა
დედამიწამ მომახურათქო,
ჩემი ცივი საბანი ყოფილა...
ახლა ვწევარ და ვცდილობ
ჩემი სევდა მივაჩუმათო...



* * *

გაზაფხულია... წვიმს...
მიწის სუნი დგას, მიწის...
და მეშინია, რომ ეს მიწა
მე მოუთმენლად მიცდის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები