უჟმური ამინდი დაეტყო ხასიათს, მარტია, არ გიკვირს... გამგები - გაიგებს... თურქული ყავა და ხალათი გაცვია, facebook-ს scroll-ავ და არიგებ like-ებს.
ვერც ყავა გიკეთებს მოჟამულ გუნებას და ვერც შენახული note-ი დღიურში. ბუნებას - ყველაფერს აბრალებ ბუნებას, ცხოვრება უაზრო რიტმით რომ მიუშვი.
წუხელ, კვლავ კოშმარულ სიზმრებთან გეძინა, და ისიც მაქსიმუმ სულ ორი საათით, გტანჯავს, რომ ნორმალურ ცხოვრების გეზიდან გახვედი, ვერაფრით თავი ვერ გაართვი.
ყოველ დღე საკუთარ თავს აძლევ პირობას, რომ ხვალე გარემოს, ზნეს, სტატუსს შეიცვლი, თუმცაღა აგრძელებ, კვლავ, უძღებ შვილობას, მარხვაა, ცოდავ და ლოცვისთვის ვერ იცლი.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ფსკერისკენ ეშვები, მარტია, მაგრამ შენ არ იმჩნევ თარიღებს. თუ რამე გიშველის - ისევ ეს ლექსები, გამგები - გაიგებს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. "გამგები -გაიგებს" "გამგები -გაიგებს"
5. დეპრესია გაზაფხულზე ,როგორ შეიძლება ამინდივით უჟმური ლექსია! დეპრესია გაზაფხულზე ,როგორ შეიძლება ამინდივით უჟმური ლექსია!
4. კარგია, ბევრია ასე.
+++ კარგია, ბევრია ასე.
+++
3. მეც დავიგე და მომეწონა..... მეც დავიგე და მომეწონა.....
1. ++ გაგახარათ ღმერთმა!!! დღეს მსგავსი რამდენიმე ,,ახსარება>> <<ჩავიბარე>>... სიამოვნებით წავაკითხებ ამ ლექს... ++ გაგახარათ ღმერთმა!!! დღეს მსგავსი რამდენიმე ,,ახსარება>> <<ჩავიბარე>>... სიამოვნებით წავაკითხებ ამ ლექს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|