 | ავტორი: ქ_ქ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 მარტი, 2015 |
ყოველთვის, როცა შავი გადაეკვრებოდა დედამიწას და ცაზე გამოჩნდებოდა გასაოცარი მთვარე, ის აიღებდა კალამს და წერდა: ძვირფასო მე, ახლა გენიალური მოვლენის მომსწრე ვარ, მთვარე მიისწრაფის ცის ცენტრისაკენ, ჩერდება დაზემოდან დაგვყურებს. ციცინათელებს უხარიათ მისი მოსვლა, აი, გამოჩნდნენ და აციმციმდნენ კიდეც. ო, რა სასიამოვნოა მათი ცქერა. ნელი სიო აქეთ-იქეთ არხევს აყვავილებულ ხეს, ის კი განიცდის ყოველი ყვავილის ჩამოვარდნას, მაგრამ ქარს ხომ სწორედ ახლა მოუვიდა მუზა, სევდიან მელოდიას ჩაგვღიღინებს ცოცხალს თუ არაცოცხალს და ბედნიერია, რადგან თითო-ოროლა არსებას მაინც აბედნიერებს მისი არსებობით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|