ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2008


ნიკოლოზ მიწიშვილი /ციკლიდან:ქართული სიმბოლიზმი და ეროტიკა/

''ერთი კარი აქვს ორივეს,სიყვარულსა და სიკვდილს!'' - დავით წერედიანის ეს სტრიქონი ამომიტივტივდა მეხსიერებაში,როცა მასალათა შერჩევისას ცისფერყანწელი ნიკოლო მიწიშვილის ''ფანტასტიკური ქორწინება'' შემომხვდა.
ეს ეროტიკული ლექსი,რომელშიც აშკარად საცნაურია ედგარ პოს ''ანაბელ ლის'' ,''ყორანისა'' და ''ლენორას'' ''მოტივები, შეესაბამება ედგარ პოსავე გავლენით ფრანგულ სიმბოლიზმში დამკვიდრებული ე.წ. ''საშინელების ესთეტიკის'' კონტექსტს.

  ნიკოლო მიწიშვილი

ფანტასტიკური ქორწინება


დაიწვა ვნება და ჩემი სული
გააქალაქეს,ვით რესტორანი,
უიმედობამ ფიქრი დასწურა
და სულიწმიდად დამდევს ყორანი,

მაგრამ ფერწასულ დღეთა ლოცვაში
მალე გაქრება სიცოცხლის ტრფობა,
მეც შენთან მოვალ და გაციებულს
გადაგეხვევი,როგორც ობობა.

თითქოს განმზადილს ჯვარდასაწერად,
სამარადისო კოცნით დალორწილს,
გვერდს დაგიდგები და ფანტასტიკურს
მე გადაგიხდი საფლავში ქორწილს.

და შენი გიჟი ატორტმანება
გადააგორებს საფლავის ლოდებს.
ჩვენ ერთად შევქმნით მეორე კანას,
ქრისტეს ქიშპობაც რომ მოგველოდეს.

და ყოველ წლობით ,თეთრ დეკემბერში
თვე მე და შენი გარდაცვალების
იქნება მესსა ანთებულ ვნების,
ჩვენი უხორცო ძვალთა წვალების.

ამ დროს მოუსწრებს სოფლად დღეობა,
ვნება ასტეხავს იქ გოგო-ბიჭებს
და საფლავებზე მოხუცი მღვდელიც
ჯვარგადასხნილი გადააბიჯებს.


/სავარაუდოდ, XX ს. ათიანი წლ.დასასრ.,ოციანის- დასაწყ./

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები