ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2015


* * *

რაკი ყველა ბუნტისთავს მეფის ცულქვეშ აგებენ,
რაღა დროის ტანგოა, სალსა და ბოლეროა...
ვიგინდარა პოეტი, ყოვლად უქვეშაგებო,
მრუში და მწოლიარე
გადასწვდება ქვეყანას უკიდურეს სამხრეთით,
უმწეობით დაღლილი და ვოლფრამის ამარა,
მაგრამ ნურვინ იჩემებს, რომ ვარ უიაფეტო,
ხორცს კი დავასამარებ,
თუმცა სული ანუ დრო, ანუ ჩემი სახელი,
უფალს მიეახლება, მსურს, რომ მამას ვემსგავსო,
რადგან ძილში შესულმა ყველა სიტყვა ვამხილე,
პოეზია-მსგეფსია,
სადაც მუდამ ხსნილია ჩემი გულის კარნახი,
სადაც სულის სარკეა ანუ თვალთა ოვალი
და სიბერის ხელ-ჯოხიც ნაღდი ეკალმუხაა
და კრიალა სათვალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები