ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2015


ვინც ვარ...

ვდგები, არეულად ვიცვამ,
ძილი მივაჭედე კედელს,
ახლა უკეთ ვიცი ვინც ვარ,
წავალ, ამ კედლებში ვერ ვძლებ.
გარეთ, სიჩუმე და წვიმა,
იქნებ,გასვლა მაინც შევძლო,
უკვე შევეგუე ვინც ვარ-
ჩემს ხმას აყოლილი ექო.
ყველა ვერშემდგარი ფიქრი,
ძაღლებს გადავუგდო უნდა,
თუკი აარიდეს პირი,
ყეფით დამიბრუნონ ხურდა.
ჩემი სათქმელი რომ მეთქვა,
სიტყვა ჩავიბრუნე სულში,
ერთი დაკარგული მეც ვარ,
მუდამ ასე იყო, გუშინ...
ვდგები, არეულად ვიცვამ,
ძილი მივაჭედე კედელს,
ახლა უკეთ ვიცი ვინც ვარ,
წავალ, ამ კედლებში ვერ ვძლებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები