ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათანა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2015


ღმერთია მე

მე არ ვარ ღმერთი.
ღმერთია მე.
და ღმერთია სივრცე.
ეს სივრცეც მე ვარ.
ჩემს თავზე დიდი, რომ ვერასოდეს ვიპოვო
ის მე, რომელიც ღმერთია.
რომ არასოდეს შევწყვიტო ძებნა.
არ ვრეგრესირდე ანუ არ მოვკვდე
ნამდვილი სიკვდილით და არა იმით
ჩვენ, რომ უკვე დაწყებული
მარადისობის, დასაწყისი დავარქვით.
(რატომღაც)
ალბათ, ამიტომ ვერ გავუსწორეთ
თვალი, იმ ფაქტის ავთენტურობას,
რომ დედამიწაზე, ექვსი მილიარდ შვიდას სამოცდაათი
ათას სამას ორმოცდათხუთმეტი,
ღმერთი ცხოვრობს
(2009 წლის მონაცემებით)
და სულ ყველა მათგანი მოსაძებნია.
როგორც
ბავშვობაში ვეძებდით,
ჰორიზონტზე გადაბიჯების გზებს
ზუსტად ისე.
ვერ ვპოულობდით და მაინც მივრბოდით
მისკენ.
ამაშია ჭეშმარიტება,
რომ მიზანია მთავარი და არა მიღწევა.

ჩვენ არ ვართ ღმერთები.
ღმერთები არიან ჩვენ.
ღმერთები არიან სივრცეები
და ეს სივრცეებიც ჩვენ ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები