ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Fuckerman's Song
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2008


=ჰაერზე მეტი-დაშვება/BI-2"(ნაწილი 4) remake =


ჰაერი მისქელდება.
არა მე კი არ მისქელდება,თავისთვის სქელდება და მეც იძულებული ვარ ვისუნთქო.
...ან მარტო მე მისქელდება.
საღებავივით "რასტვარიწელში" არ იხსნება ნეტა?
საღებავები მომენატრა...
ნამდვილი ჰაერი რომ იხატება და რომ არ სქელდება ისეთი.
მწვანე მთებზე პატარა ღრუბლების მორბენალ ჩრდილებს რომ დახატავ და რომ უყურებ ნახატში როგორ დარბიან.
მერე ნახატის უკან მოიხედები და... სქელი ჰაერი გეტენება ფილტვებში პირიდან!
ნაბიჭვარი!
ტრასის შუაში თეთრ,უწყვეტად გავლებულ ზოლს ვუყურებ-მოსახვევში იმალება და ვფიქრობ-რა ხდება მოსახვევის იქით?
ვიცი?
არ ვიცი?
არა! ვიცი!
იქ უსასრულობაა და მთები,მთებს იქით ზღვა და "ვალნარეზი",სადაც გვეძინა სულ სულ კიდეზე.
წყალს როგორც იქნა ზევიდან დავხედე.მეშინოდა,ძალიან მეშინოდა და მაინც მივედი ნაპირთან და იმიტომ დავხედე.მარა არა,კი არ დავხედე,დამახედე და დავხედეთ.
ჰაერი საერთოდ არ იყო.იმიტომ კი არა,რომ არ იყო,უბრალოდ ჰაერი საერთოდ არ იყო,ოღონდ საჭირო...
ეხლაც ჩემიდან მონიტორამდე,ჩემს წინ რომ გდია,ყველაზე ყველაზე სქელი ჰაერის მასაა დაგროვილი.
არ მინდა!
.......................................
ჩვენ იმ მთიდან დავეშვით,რომლის ძირიდანაც ყველაზე დიდი-მოსახვევის იქითა ნაწილიანი მთა  იწყება...
ხო, ერთი გვირილა იყო გზის პირას.
მეორეც იყო,დაახლოებით 1 კილომეტრში და მახსოვს რომ მიასწავლე პირველი სადაც ელოდებოდა.
                                          THE    "A"ND

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს