ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2015


დედური

როგორ მინდა დაგიფარო დედი,
აგარიდო ქარებსა და წვიმებს.
წინდასავით მოგიქსოვო ბედი,
ამოგაცვა მაგ მცივანა წვივზე...
როგორ მინდა დაგიფარო დედი,
გზა მოვუჭრა შენსკენ მავალ ღალატს,
მაღალ ქუსლით შეგიცვალო კედი,
ჰო-სთან ერთად გათქმევინო არაც!
როგორ მინდა აგარიდო დარდი,
შენი მტრისთვის თავუტეხი ქვა ვარ!
შენს ასაკში მეც შენს ფიქრებს ვგავდი,
ახლა უკვე დედის ლოცვას ვგავარ...
როგორ მინდა დაგიფარო დედი,
ყველა ტკივილს მეხამრიდად ვექცე,
როგორ მინდა გაწვრთნა შენი ნების,
სანამ მყარად დადგებოდე ფეხზე!..
16.03.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები