ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
,,რასა იქმ, ცეტო!" - ეს ხმა არის დიდედაჩემის, მოუსვენარი გოგოობიდან ჩემი მდევარი.
-რასა ვიქმ?! ვხარბობ. მე დავიჩემე აღმართები, ვარდნილები, ეს საიდუმლო ღრმულები და ეს მწვერვალები და ეს ჩქოლნარი და ეს პატარა ნაიარევიც, აი, ეს ხალიც მხოლოდ ჩემია და არ ვაპირებ ამიერიდან ვინმეს ოდნავ გავუზიარო. ჩვენ რაღაც წამით მაგიური წრით შევკარით მთელი სამყარო აწ ვნეტარყუჩობთ; ცოტახნით ჩამდგარ ქარიშხალში შენელდა ცეცხლი და ჩვენი მლაშე ნაკადულები ერთ გრილ მდინარედ ედინებიან...
რასა ვიქმ?! ვზანტობ. მერე ისევ დავეხარბები. გაივლის ხანი და წყაროსთავს სახელიდან შემორჩება სულ ერთი ასო, აი, ეს მხრებიც, - - მათ ჩემი ზიდვა უწერიათ, როცა ჟამთაგან დაჭკნებიან ჩემი ვაშლები, (ხმა მომავლიდან: ,,ძვირფასო უკვე ჩაგეძინა? აქ ორპირია, პლედს ბეჭებთან შემოგიკეცავ") ...ყურის ნიჟარა, მთრთოლი ასე, ვიბრაციების კორიანტელში, ანდა ეს თმები, თითებშუა ხან ჯიუტები და ხან მორჩილად მოსრიალენი, ჰო, ასე ვურევ სიტყვებს, ფრაზებს, და რაც უფრო ძლიერ მიყვარს, ძლიერ ვუყვარვარ, მით უფრო ცოტა სიტყვა გვინდა, ის კი არა და ბოლომდე აღარც ჩავამთავრებთ შორისდებულებს იქნებ და უკვე ვეთხოვები... ორივე ვკვდებით...
რასა ვიქმ?! ვცეტობ! უინტიმურეს წამებშიც კი რატომ გვჭირდება ვიღაც მესამის ჩუმი თვალი, ან ეს მესამე ყველა ჩვენგანს რას აგვეჩემა. რად უნდათ-მეთქი გულისგულში შეყვარებულებს, თადავიწყების ნეტარებაში ვიღაცის თვალი მაინც ხედავდეს. და ნურასოდეს შეეკითხებით ქალს საწოლში, რაზე ფიქრობო, მით უმეტეს თუ პოეტია.
ზღაპარაძიანთ თეთრო ქალო, ქალო სოფიო, აი, ეს არის სიყვარულის მთელი ამბავი. უცხოებისთვის გადამალულ კაკლის მურაბას როცა ნეტარი მუსაიფით შეექცეოდით, მე უსირცხვილოს განა იქ მართლა ჩამეძინა, თავი ტყუილად მოვიმძინარე. როგორ ამბობდი ბიცოლაჩემთან?! - ,,ხო სამი შვილი გავაჩინე და ქმარს გახდილი დანახულიც არა ვყავარო?! იმის ამბებიც გავიგონე... ჩემი - ეს არის!
დიდედაჩემო, მე ანგელოზებს ველოდებოდი, შენ კი, მანდედან, შე ცეტოო!
რასა ვიქმ და სიყვარულსა ვიქმ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მადლობა. მელ.ზ. მეც მაინტერესებდა, თუ გამომივიდოდა ორგანულად ჩასმა. მადლობა. მელ.ზ. მეც მაინტერესებდა, თუ გამომივიდოდა ორგანულად ჩასმა.
6. არასდროს მომწონდა სიტყვა ''ცეტი'' და როგორ მოუხდა ლექსს. :) მომეწონა :) არასდროს მომწონდა სიტყვა ``ცეტი`` და როგორ მოუხდა ლექსს. :) მომეწონა :)
5. მუხა, კრავაი, მანანა, ბატონო ოთარ! მადლობა თბილი და გამამხნევებელი გამოხმაურებებისთვის. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ. მონახაზი - ძველია, დამუშავება - ახალი. რთული თემა იყო, რამდენჯერმე დავაარქივე. ბოლოს, მუშაობისას სულ მეშინოდა, ოქროს შუალედი არ გადამელახა და პოეტური ესთეტიკის ნაცვლად ლექსისფორმიან უხამსობაში არ აღმოვჩენილიყავი. მუხა, კრავაი, მანანა, ბატონო ოთარ! მადლობა თბილი და გამამხნევებელი გამოხმაურებებისთვის. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია, რომ მოგეწონათ. მონახაზი - ძველია, დამუშავება - ახალი. რთული თემა იყო, რამდენჯერმე დავაარქივე. ბოლოს, მუშაობისას სულ მეშინოდა, ოქროს შუალედი არ გადამელახა და პოეტური ესთეტიკის ნაცვლად ლექსისფორმიან უხამსობაში არ აღმოვჩენილიყავი.
3. უუუუუჰ, ძალიან, ძალიაააან!
აღფრთოვნებული ვარ და ბედნიერი ვარ! უუუუუჰ, ძალიან, ძალიაააან!
აღფრთოვნებული ვარ და ბედნიერი ვარ!
2. ძალიან კარგია, მოკითხვა ქალბატონ ნინოს!
+5!!! ძალიან კარგია, მოკითხვა ქალბატონ ნინოს!
+5!!!
1. ძალიან, ძალიან კარგია! ზღაპარძიანთ თეთრო ქალო, ნინო დარბაისელო! ძალიან, ძალიან კარგია! ზღაპარძიანთ თეთრო ქალო, ნინო დარბაისელო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|