ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა დღიურით
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2015


Mel {2}

ძვირფასო, როგორ შეგიძლია ასე დაბრმავდე?..
თუკი გსურს დარჩე, აღარ არის წასვლა საჭირო.
ფინჯან ჩაისთან ერთად ახლად დაბადებული
ვარსკვლავის ცქერა, არამგონია, იყოს ურიგო.

და როცა ღამეს მზის პირველი სხივი შეეხება
რათა გზა გაუხსნას მის დიად ღმერთს, დიდებულ მზეს,
მე ისევ გეტყვი, რომ ყველა მბრძანებელი დიდი ხნის მკვდარია.
შენ კი სკარლეტივით მეათასედ გაიმეორებ: ამაზე ახლა არ ვიფიქრებ.

საოცარია, როგორ იცვლება ყველაფერი ირგვლივ,
ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ.
და თუკი მაინც ყველაფერი წარმავალია,
ვისხდეთ სამუდამოდ ასე, ფანჯარასთან - მხოლოდ მე და შენ.

©

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები