რომ მოვკვდები გამიკეთე კრემაცია, ჩემი ფერფლი მოაბნიე შანგრი ლაში, რომ მაგიჟებს ეგ წითელი პერანგია, მხევალი ხარ მე კი შენი შაჰინშაჰი.
შენი მზერით მონუსხული ღულამები, მოპარავენ დიდებულებს ბრილიანტებს, ხონჩით ოქროს მოგართმევენ მულატები, შენი მსგავსიც არ ჰყოლია მითრიდატეს.
ტროას ცხენი მხოლოდ შენთვის გაჭენდება, თეთრი გედი სიკვდილის წინ შენ გიმღერებს, დროს რომ სთხოვო დროც კი შენთვის გაჩერდება, კომპლიმენტებს ვიცი ისევ შეიფერებ.
შემოისხი ტანზე თეთრი პენუარი, ჩემი იყო გამაჩნია ამბიცია, ისეთი ხარ დაგხატავდა რენუარი, არ გიყვარვარ? – ეგ ხომ მხოლოდ კაპრიზია.
ქალი ხარ და აიჩემე სიკეკლუცე, მიყვებიან შენზე ამბებს დერვიშები, გახდი ჩემი და ბოლომდე მიერთგულე, თორემ უკვე უშენობით შევიშლები.
ვეღარ მათრობს ვეღარც ღვინო,ვერც თრიაქი, შენ ხარ ჩემი სულის ნარკოტიკი, გაგსინჯავ და ზღვის ნაპირას განთიადი პალმები და შენი თმები ჩამოშლილი.....
რომ მოვკვდები გამიკეთე კრემაცია, ჩემი ფერფლი მოაბნიე შანგრი ლაში, რომ მაგიჟებს ეგ წითელი პერანგია, მხევალი ხარ მე კი შენი შაჰინშაჰი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ეს სიტყვა ჩემის აზრით რითმისთვის არის დაწერილი. ვერ ვხვდები წითელი პერანგი რატომ უნდა გაგიჟებდეს. უცებ კორიდაში წარმოვიდგინე თავი და მე მატადორი ვიყავი :) ეს სიტყვა ჩემის აზრით რითმისთვის არის დაწერილი. ვერ ვხვდები წითელი პერანგი რატომ უნდა გაგიჟებდეს. უცებ კორიდაში წარმოვიდგინე თავი და მე მატადორი ვიყავი :)
3. წითელი პერანგი გაგიჟებს? :) წითელი პერანგი გაგიჟებს? :)
2. არ გიყვარვარ?-ეგ ხომ მხოლოდ კაპრიზია.
არ გიყვარვარ?- წადი, წადი გამეცალე სხვა გზას ეწიე, თუ ოდესმე მოგენატრო, სტუმრად მეწვიე. არ გიყვარვარ?-ეგ ხომ მხოლოდ კაპრიზია.
არ გიყვარვარ?- წადი, წადი გამეცალე სხვა გზას ეწიე, თუ ოდესმე მოგენატრო, სტუმრად მეწვიე.
1. :)) არაუშავს. :)) არაუშავს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|