 | ავტორი: თანანა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 მარტი, 2015 |
ამას წინათ, ფერად ილუსტრაციაში ვიხილე ის, რასაც ა-ლაბორანტებულის ანუ გა-თანამდებობისპირებულის სახეცვლილება ჰქვია... ესალმები-გესალმება, მაგრამ მისი მზერა სადღაც შენს იქით, ჰორიზონტზე გამოჩენილი უფრო "მაღლისკენაა" მიპყრობილი, შენ კი მის ფოკუსში კარგად ვერ სწორდები, მის თვალში პატარას წაიქინქლავებ და იმიტომ!!! ელაპარაკები-გელაპარაკება, მაგრამ მისი ხმაც, ინტონაციაც და სახეზე ბღენძიც გაგრძნობნებს, რომ შენთან წამნახევრიანი ურთიერთობის ლიმიტი ამოეწურა და თუ თავმოყვარე ხარ, უნდა გაეცალო, თან უკანსვლით და ნარნარად...(რა იცი, რა ხდება-ს ამბავში) ოო, ეს "ატსუტსვუიუშჩი" მზერა, როგორი კარგი შტრიხია "პაივცემულის" პორტრეტისათვის მოცემულ დროს, მოცემულ ვითარებაში, მაგრამ, საკმარისია, ჩამოალაბორანტონ, რომ ფოკუსიც უსწორდება, ინტონაციაც და მსწრაფლ და უმალ უბრუნდება ჩვეულებრივი მოკვდავის გამომეტყველება, სალამში შესაძლოა, თავაზიც გამოერიოს... როგორც ჩემმა დაკვირვებამ ცხადყო, სკამის "სიმაღლე" პირდაპირ და უშუალოდ განაცდევინებს მეტა-მორფ-ოზას მასზე მჯდომს !!! მაგ "მორფ-ოზის" ზემოქმედება რომ გაივლის, მერე რა ეშველება უსკამობის "ლომკას"? არა, რა, ძნელია წამონომახო ქუდის ტარება, თვალებზე ჩამოფხატვა იცის-ო, ამბობენ... უფრო საინტერესო ამ თანამდებობის პირთა სკამის ფეხთან ატუზული "სასტავია", მკერდით რომ იცავენ წინა რიგებს სკამის მეოთხე ფეხთან, მასზე მჯდომის დედაც, ჯეკ, მთავარია, თვალში ისე ჩაუვარდე, რომ ხელი არ ამოისვას და იქნებ, გვერდშიც მოგისვას, ერთი-ორი ზომით დაბალ სკამზე... ზოგჯერ როგორ გინდა, მიხვიდე, ეს "კაცსკამა" ერთი მაგრად შეაჯანჯღარო და უთხრა,- რა მოგივიდა, ბიჭო, ბავშვობიდან მაინც არ გიცნობდე, რაო, რას გეუბნება შენი IQ, "ნკვიანი ხარ ჭამეტანიო"? რატომ აგივარდა თავში ის, რაც დროებითია (ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრება...), კიბის ზედა საფეხურზე რატომ დაგავიწყდა, რომ მაგ კიბემ დაგორებაც იცის და მაგ პატივ-საცემო-ბიდან, მხოლოდ საცემი დარჩები!!! თურმე, რა ძნელია ადამიანობა 21 საუკუნეში, ისიც აქ, ამდენ საკეისროთი ძლივს ამოგდებულ "კეისრებში" ... ერთი სიბრძნე გვასწავლის, -როცა მზეში დგახარ, კარგად გხედავენ, როცა ჩრდილში ხარ, კარგად ხედავო!!! ჰოდა, რა კარგია ჩრდილში ყოფნა ამდენი "მზედარტყმულის" ფონზე!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. კარგია. :) მე ისეთებიც მინახავს, ვისაც სკამი არ "ტესტავს", იმიტომ რომ არ აქვს, მაგრამ "ესკამება" და "ვარჯიშობს" ცხვირის აწევაში. :)))))) კარგია. :) მე ისეთებიც მინახავს, ვისაც სკამი არ "ტესტავს", იმიტომ რომ არ აქვს, მაგრამ "ესკამება" და "ვარჯიშობს" ცხვირის აწევაში. :))))))
20. ჟან ჟაკ რუსო მყავს მხედველობაში... :))))))))))))) ჟან ჟაკ რუსო მყავს მხედველობაში... :)))))))))))))
19. რუსომ? ანუ რუსუდანმა?
ვინაა ეგ? :) თანახმაა? :)) რუსომ? ანუ რუსუდანმა?
ვინაა ეგ? :) თანახმაა? :))
18. თუ "გე-ჟან ჟაკ-ებათ", აბა, რა უნდა ქნათ, მერე, მოგინათოთ სანთელი რუსომ... თუ "გე-ჟან ჟაკ-ებათ", აბა, რა უნდა ქნათ, მერე, მოგინათოთ სანთელი რუსომ...
17. მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ და აქვე ვიფიქრე - რა ვქნა, ხომ არ გადავიკეთო სახელი თქო :)) მოგიკითხეთ ქალბატონო თამარ და აქვე ვიფიქრე - რა ვქნა, ხომ არ გადავიკეთო სახელი თქო :))
16. ძვირფასო "ნ-ი-კ-ი", როგორ მოიხდინა ჟან ჟაკმა თქვენი "ნიკი", ჩემმა ოპუსმა კი "ჟან ჟაკისა" და თქვენი ერთობლივი ჰაზრი!!! )))
ძვირფასო "ნ-ი-კ-ი", როგორ მოიხდინა ჟან ჟაკმა თქვენი "ნიკი", ჩემმა ოპუსმა კი "ჟან ჟაკისა" და თქვენი ერთობლივი ჰაზრი!!! )))
15. "სკამი საუკეთესო ტესტია ადამიანობაზე" ჟან ჟაკ ნიკი "სკამი საუკეთესო ტესტია ადამიანობაზე" ჟან ჟაკ ნიკი
14. ჩემი "მზედარტყმულების" დედაც, ჯეკ! მთავარია, შენ ჩამოი მიწაზე მშვიდობით, ტაიფუნს გადარჩენილი კაცი!!! გავიგე "დემბილ -დები" და მიხარია, ბაღანა თავის სახლკარს რომ დოუბრუნდება! რომ გიყვარვარ, მაიც კაია, ნენა! ბებიების სიყვარულმა გულში სიკეთის სადინარის გახსნა იცისოოო!!! :))))))))))))))))) ჩემი "მზედარტყმულების" დედაც, ჯეკ! მთავარია, შენ ჩამოი მიწაზე მშვიდობით, ტაიფუნს გადარჩენილი კაცი!!! გავიგე "დემბილ -დები" და მიხარია, ბაღანა თავის სახლკარს რომ დოუბრუნდება! რომ გიყვარვარ, მაიც კაია, ნენა! ბებიების სიყვარულმა გულში სიკეთის სადინარის გახსნა იცისოოო!!! :)))))))))))))))))
13. აჩვენეთ ეს გოგო მსოფლიოს და ომი აღარ იქნება : ) მაგრა თუ არ მიყვარდე თამრო დედას გეფიცები :*
აჩვენეთ ეს გოგო მსოფლიოს და ომი აღარ იქნება : ) მაგრა თუ არ მიყვარდე თამრო დედას გეფიცები :*
12. ჯერ გავარჩიოთ სიტყვა "კპრიჩომ" კ ნაწილაკი ცალკე იწერება, პრი ტომ, ესეც ცალ-ცალკე!!! ახლა, რაც შEნთვის შუაშია და ჩემთვის თავში, თუ თქვენს ამბიციურ ყველაფრისმცოდნეობას ჩემი ბოლო მინაწერის დაწვრილებითი ახსნა ჭირდება, ეს ორ რამეს ნიშნავს, ერთი იმას, რომ იუმორ-სატირა-სარკაზმთან"მთლად ჩიტივით" ვერ მეგობრობთ, მეორე კი იმას, რომ სკოლაში შინაარსის გარჩევას სათანადოდ არ გთხოვდნენ... და როგორც ინდიელთა ბელადები იტყოდნენ ხოლმე,- ჰაუ, ია ვსიო სკაზალა!!! ჯერ გავარჩიოთ სიტყვა "კპრიჩომ" კ ნაწილაკი ცალკე იწერება, პრი ტომ, ესეც ცალ-ცალკე!!! ახლა, რაც შEნთვის შუაშია და ჩემთვის თავში, თუ თქვენს ამბიციურ ყველაფრისმცოდნეობას ჩემი ბოლო მინაწერის დაწვრილებითი ახსნა ჭირდება, ეს ორ რამეს ნიშნავს, ერთი იმას, რომ იუმორ-სატირა-სარკაზმთან"მთლად ჩიტივით" ვერ მეგობრობთ, მეორე კი იმას, რომ სკოლაში შინაარსის გარჩევას სათანადოდ არ გთხოვდნენ... და როგორც ინდიელთა ბელადები იტყოდნენ ხოლმე,- ჰაუ, ია ვსიო სკაზალა!!!
11. კპრიჩომ თამრო ტუტ მე და ესკიმოსები ან შენ და ბელგიის კონგოელები ტამრო? პს: კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო : ) კპრიჩომ თამრო ტუტ მე და ესკიმოსები ან შენ და ბელგიის კონგოელები ტამრო? პს: კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო : )
10. მეზღვაურო ჯიხაძე, ანძაზე "ლამპუჩკის" დამაგრებას გასწავლი? არა, ხომ? ფბ-ს სტატუსსა და სატირულ ოპუსს შორის რა განსხვავებაა აბა, თუ მეტყვი? ეჭვი მაქვს, რომ ვერა... ჰოდა, რაც თავად კარგად არ იცი, სხვას რატომ ასწავლი, დედამიწის "დამკრუგავო"? პ.ს. როგორც სატირის მამა და მარჩენალი ეჟი ლეცი იტყოდა, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ესკიმოსი, რომელიც კონგოში მცხოვრებს პაპანაქება სიცხესთან შეგუებას ასწავლისო... მეზღვაურო ჯიხაძე, ანძაზე "ლამპუჩკის" დამაგრებას გასწავლი? არა, ხომ? ფბ-ს სტატუსსა და სატირულ ოპუსს შორის რა განსხვავებაა აბა, თუ მეტყვი? ეჭვი მაქვს, რომ ვერა... ჰოდა, რაც თავად კარგად არ იცი, სხვას რატომ ასწავლი, დედამიწის "დამკრუგავო"? პ.ს. როგორც სატირის მამა და მარჩენალი ეჟი ლეცი იტყოდა, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ესკიმოსი, რომელიც კონგოში მცხოვრებს პაპანაქება სიცხესთან შეგუებას ასწავლისო...
9. ჩისტო თინეიჯერული ფბს სტატუსია თამრო ჩემი სულის სისპეტაკეს გეფიცები, აი ისეთი გოგოების წეღან რომ გწერდი ერთ დღეს ქერა თმიანები რომ არიან და მეორე დღეს ლურჯად რომ იღებავენო : ))) ჩისტო თინეიჯერული ფბს სტატუსია თამრო ჩემი სულის სისპეტაკეს გეფიცები, აი ისეთი გოგოების წეღან რომ გწერდი ერთ დღეს ქერა თმიანები რომ არიან და მეორე დღეს ლურჯად რომ იღებავენო : )))
8. ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე! :) ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე! :)
7. დახვეწილი, გონებამახვილური სარკამზმია! დახვეწილი, გონებამახვილური სარკამზმია!
6. კაცსკამა - კარგი სიტყვაა. კაცსკამა - კარგი სიტყვაა.
5. იცვლება დრო და იცვლება ადამიანი , მაგრამ "დრონი მეფობენო" ესეც გამართლებულია. იცვლება დრო და იცვლება ადამიანი , მაგრამ "დრონი მეფობენო" ესეც გამართლებულია.
4. იმედი მქონდა ეს...-"დირექტორ-უფროსობის" პერიოდი კაი ხნის ჩავლილი იყო, საბჭოთა დროსთან ერთად...:)) თურმე ისევ იბღინძებიან... მოვიკითხე ავტორი...:-*
იმედი მქონდა ეს...-"დირექტორ-უფროსობის" პერიოდი კაი ხნის ჩავლილი იყო, საბჭოთა დროსთან ერთად...:)) თურმე ისევ იბღინძებიან... მოვიკითხე ავტორი...:-*
3. რამდენი ნაცნობი გამახსენდა... თურმე, უცნობები ყოფილან.
ჭინჭარივით ნაწერია.
რამდენი ნაცნობი გამახსენდა... თურმე, უცნობები ყოფილან.
ჭინჭარივით ნაწერია.
2. ვიცი რომ არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ მათ მე არ ვიცნობ.... ვისაც ვიცნობ "ალაბორანტებულს", ისინი არ შეცვლილან. ვფიქრობ, ბედნიერი გამონაკლისი ვარ.
ზოგადად, ეს მგონია "ცარიელი" ადამიანების თვისება, სავსეს -ჩინ-მენდლები არ ცვლის!
ვიცი რომ არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ მათ მე არ ვიცნობ.... ვისაც ვიცნობ "ალაბორანტებულს", ისინი არ შეცვლილან. ვფიქრობ, ბედნიერი გამონაკლისი ვარ.
ზოგადად, ეს მგონია "ცარიელი" ადამიანების თვისება, სავსეს -ჩინ-მენდლები არ ცვლის!
1. ძნელია ადამიანობა 21–ე საუკუნეში– გეთანხმებით სრულიად. ძნელია ადამიანობა 21–ე საუკუნეში– გეთანხმებით სრულიად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|