ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კემსკი
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2015


LITTLE GIRL

დღეს ვნახე როგორ ადიოდნენ ადამიანები ხეებზე,
ტოტებზე სხდებოდნენ.
პირები ყველას დაღებული ქონდა, (ვითომ მღეროდნენ?)
მაგრამ ნუთუ არ გესმის
დასასრულის ამოძახილი...?
ისინი ასე იდგნენ ხის ტოტებზე სანამ არ მოვიდა პატარა
გოგო.
უნდა გენახათ რა ბავშური იყო ეს გოგო,
როცა სათითაოდ ყლაპავდა ადამიანებს.
მე თვალს ვერ ვაშორებდი მის პირში გაჩხერილი ფეხების მოძრაობებს
თან ვფიქრობდი: იყო ეს ცეკვა თუ განაჩენი.
დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ ამბამდე
ხეები გამუდმებით დუმდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს