ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვასაძე
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2015


  ჩამოტვირთვა

მხოლოდ ტაძარში, ტაძარშია სიმშვიდე სულის

მხოლოდ ტაძარში, ტაძარშია სიმშვიდე სულის,
წადი ..! ილოცე, შენი სულის გადარჩენისთვის,
წადი, ტაძარში ეშმაკს ნუღარ მიანდობ სურვილს, 
წადი, იქ სადაც ახლა მხოლოდ უფალი გელის !!!

წადი, ახლავე თორემ გავა ეს გაზაფხული, 
ჩაივლის ისევ, უთვისტომოდ მრავალი წელი, 
მე ნუ შემხედავ, ჯოჯოხეთში მოველი ადგილს,
რადგან ვერ ვძლიე ამქვეყნიურ ხორციელ საწყისს

შენ კი ილოცე ! გულმხურვალედ ილოცე ახლა,
შესთხოვე უფალს რაც კი გსურს და მოგივლენს უმალ
წადი ახლავე, თორემ სანთელს ეტყობა დაღლა
და მეშინია არ ჩაგიქრეს, არ დარჩე სახტად !

შედი ტაძარში, გარს ნუ უვლი შედი ახლავე,
ბრმად მორწმუნეებს ნუ გაუმხელ შენს გულის ნადებს ,
შედი თავდახრით, მუხლმოყრილი... მოინანიე !
დაე, იყავი მეთერთმეტე, სხვების მაგიერ !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები