გაუძელ, დედა, ამ ზამთრისპირს ჩალეწილ ღობეს, შესაკეთებელს ისევ თავიდან. გაუძელ, დედა, ამ ყრუ თოვას, თოვას თუ ზესკნელს, მთელი ზამთარი რომ არ წავიდა. კერის ღადართან მამაჩემის სახსრების ჩივილს, შენს წელის ტკივილს, ყიამეთში ფიჩხისთვის რებას, გაუძელ, დედა, გამაძღარი მეზობლის ქირქილს, შენ კარგად უწყი, უარესიც ამქვეყნად ხდება. გაუძელ, დედა, ამ გაჯაფულ ცხოვრებას, გული, ვიცი მე ახლა როგორ გტკივა, წევხარ თუ დგახარ, ყველაზე მეტად, ღმერთმა უწყის, გაკლია ფული, და მაინც რაღაც სასწაულად შენ მდიდარს ჰგავხარ. იწუხებ, ვიცი, შრომადღეზე მიკლებულ თანხას, თხუნელასავით ჩარჩი როგორ შემძვრალა დახლში, და როცა ვიღაც პენსიას თუ შენს წარსულს გპარავს, როცა დაღლილი, გულმოკლული ბრუნდები სახლში, ჰო, დიდი-დიდი, ეს ზამთარი, ორ კვირას დარჩეს, და ისევ ყანა, ისევ ეზო, საფქვავი, წკნელი, და ემსგავსება კერის პირას ჩაუმქრალ სანთელს, თოვლის ფიფქივით უწყინარი ცხოვრება, შენი... 1988წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ძალიან კარგია!!!! ჟრუანტელმა დამიარა ! :) ძალიან კარგია!!!! ჟრუანტელმა დამიარა ! :)
22. :) კარგია 5 :) კარგია 5
20. მომწონს თქვენი ლექსები... მომწონს თქვენი ლექსები...
19. ძალიან კარგი ლექსი :) ძალიან კარგი ლექსი :)
18. ძალიან კარგი ლექსი. სიმპატია. ძალიან კარგი ლექსი. სიმპატია.
17. 5, კარგია ძალიან. 5, კარგია ძალიან.
16. კარგი ლექსია, მოგიკითხეთ კარგი ლექსია, მოგიკითხეთ
15. ბატონო დავით მოგიკითხეთ... ბატონო დავით მოგიკითხეთ...
14. გულიანი ლექსია, კარგი პოეტის დაწერილი. 5
დღევანდელ დღეს გილოცავთ, დავით! გულიანი ლექსია, კარგი პოეტის დაწერილი. 5
დღევანდელ დღეს გილოცავთ, დავით!
13. 10 არაჩვეულებრივი 10 არაჩვეულებრივი
12. მე განსაკუთრებით დამასევდიანა ამ ლექსმა.კიდევ და კიდევ ძალიან გიწონებთ ღრმა ემოციებს. ნიკოლოზობას გილოცავთ! :) მე განსაკუთრებით დამასევდიანა ამ ლექსმა.კიდევ და კიდევ ძალიან გიწონებთ ღრმა ემოციებს. ნიკოლოზობას გილოცავთ! :)
10. ძალიან მომეწონა 5 :) ძალიან მომეწონა 5 :)
8. ძალიან კარგია:) რა თბილი და რა სევდიანი
და ემსგავსება კერის პირას ჩაუმქრალ სანთელს, თოვლის ფიფქივით უწყინარი ცხოვრება, შენი...
10 ძალიან კარგია:) რა თბილი და რა სევდიანი
და ემსგავსება კერის პირას ჩაუმქრალ სანთელს, თოვლის ფიფქივით უწყინარი ცხოვრება, შენი...
10
7. ვაიმე... რამხელა სითბოა და გულის ტკივილი, ბატონო დავით .....:( 5 ვაიმე... რამხელა სითბოა და გულის ტკივილი, ბატონო დავით .....:( 5
6. გასაგებია. ეხლა უფრო მომეწონა ლექსი :) გასაგებია. ეხლა უფრო მომეწონა ლექსი :)
5. დემეტრიუს, ზუსტად არ მახსოვს დიდი ხნის წინათ დაწერილი ლექსია , სოფელში ერთი გაბღენძილი მევახშე ცხოვრობდა ყველას დასცინოდა და, ალბათ მას ვგულისხმობ. დემეტრიუს, ზუსტად არ მახსოვს დიდი ხნის წინათ დაწერილი ლექსია , სოფელში ერთი გაბღენძილი მევახშე ცხოვრობდა ყველას დასცინოდა და, ალბათ მას ვგულისხმობ.
4. კარგად არის დახატული სოფლის კოლორიტი, მკაფიო სურათებია. მომეწონა, რა თქმა უნდა. კარგად არის დახატული სოფლის კოლორიტი, მკაფიო სურათებია. მომეწონა, რა თქმა უნდა.
2. ბატონო დავით, გილოცავთ, შეგეწიოთ :) ლექსი ძალიან ემოციურია :) ბატონო დავით, გილოცავთ, შეგეწიოთ :) ლექსი ძალიან ემოციურია :)
1. 2 ჯერ წავიკითხე. კარგია დავით. მაძღარი მეზობლის ქირქილში რა იგულისხმე თუ განმიმარტავ ძალიან გამიხარდება :) 2 ჯერ წავიკითხე. კარგია დავით. მაძღარი მეზობლის ქირქილში რა იგულისხმე თუ განმიმარტავ ძალიან გამიხარდება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|