ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა-მუხა
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2015


  ჩამოტვირთვა

ნარცისებს...

მზე თითისტოლა ღრუბლებლიდან ამოიწვერა,
და გალამაზდა მტვრიან ცაზე როგორც ნარცისი.
დარდი გავფანტე როგორც მშვიდი ბაბუაწვერა,
რადგან ცხოვრება რეალურად ვფიქრობ არც ისე
ადვილია და სულის სახსრებს სტკივათ წარსულის
სავსე ლაქები.ვერც ცხოვრება ვეღარ დავძარი,
რადგან სიცოცხლე მერცხალივით ცაში ასული
არის,მაშინაც როცა გტოვებს,სულში ტაძარი
როცა ინგრევა.სიყვარული აღარ ეტევა
ჩემში, იქ სადაც ყოველ ღამით ხდება გაფრენა.
მზისგან ვისწავლე და ყოველთვის ჩემი მოტივი
არის სინათლის გაჩუქება.მიყვარს რეფრენი.
მზეც მერამდენედ ღრუბლებიდან ამოიწვერა
ვფიქრობ ცხოვრება რეალურად კარგი არც ისე
არის და ვშიშობ კვლავ გავატან ბაბუაწვერას
შენთვის მოკრეფილ და აწ უკვე მტვრიან ნარცისებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები