ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 აპრილი, 2015


უკანასკნელი წერილი

  საერთოდ არ მინდოდა რამე მომეწერა, მაგრამ...
    ალბათ ამ წერილსაც წაუკითხავად გადააგდებ...
  უშენოდ ჩემი ცხოვრება  ზღვის მოქცევას ჰგავს, მოვარდება,ჩამეხუტება და მერე  ჩემგან და სულ მუდამ იქეთკენ მიდის,
  საიდანაც არავინ მიბრუნდება.
    ჩვენ  სახელიც არასდროს დაგვირქმევია იმ გრძნობისთვის, რომელიც სუროსავით შემომეხვა  და სველი კაბასავით  ამეტმასნა.
      უნდა რომ სულში ჩამიძვრეს და ჩემით ისაზრდოოს.
      მსხლის ხეზე აღმოცენებული  ფითრივით  მტაცებელია_ ფესვებს მის ძველ ქერქზე  იდგამს ,  თვითონ რომ გაძლიერდეს  და ნაყოფი    გამოისხას...
  უცნაური  გრძნობაა...ჩემია, ჩემშია, ჩემით საზრდოობს და ჩემი მაინც არაა...
  ის ნაფეხურები, რომელიც თოვლზე უკანასკნელად დატოვე,  შენი წასვლისთანავე  გაქრა.
  ალბათ , ამ წერილსაც  ხელუკუღმა გადააგდებ...
  საერთოდ არ მინდოდა რამე მომეწერა, მაგრამ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები