უსიყვარულოდ, ნუ გვატაროს უფალმა ნურსად ! უსიყვარულოდ, კაცი მოჰგავს უბედურ მგოსანს ! საწყისი გახლავთ იგი რადგან ყოვლისა ყოფის, ეს ერთიც შევსვათ ! და ვიმღეროთ ჩვენ ჩვენი გრძნობის.
სიყვარულია ყოვლის არსი დაუსაბამო, შენ რაღა ღმერთი გაგწყრომია მიუსაფარო ? რომ ვეღარა გრძნობ რარიგ შვენის კაცს სიყვარული რითი ტრიალებს ეს ტიალი სამყარო სრული ! სიყვარულია, რადგან აზრი ყოველი გრძნობის, ყოვლის შემძლე და განმკარგავი ის გახლავთ რადგან დიდხანს გატარებს, დაგაბერებს რომანტიკოსად და შენს სიგიჟეს არასოდეს არ იტყვი არსად !
არ შეგიბრალებს და პოეტის მიგიჩენს ადგილს, დაგტანჯავს, რადგან სიარულით უბადლო არწივს, ივლი ამ ქვეყნის შარაგზაზე ყოველდღე ივლი, სანამ არ მიხვალ იმ დასკვნამდე რისთვისაც იბრძვი !
მე ამ ჩემს სათქმელს, დიდი ხანი ვინახავ გულში, მინდოდა მეთქვა მე კი ვინ ვარ და მაინც ვღელავ გიყვარდეთ ყველა, ვინც შეგხვდებათ ამ სოფლის გზაზე ! სიყვარულია, რადგან ღმერთი ამ ქვეყანაზე !!! <3
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. :D კაიიი გენდობი !!! :D :D კაიიი გენდობი !!! :D
6. გეხვეწები ნუ გამარჩევინებ ეხლა ამ ლექსს, სიტყვაზე მენდე, რომ სუსტია :)))))) გეხვეწები ნუ გამარჩევინებ ეხლა ამ ლექსს, სიტყვაზე მენდე, რომ სუსტია :))))))
5. ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებს ... არცერთი ლიტერატურული მიმდინარეობა არ არსებობს, რომელიც იყო და მორჩა... მითუმეტეს რომანტიზმი <3 ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებს ... არცერთი ლიტერატურული მიმდინარეობა არ არსებობს, რომელიც იყო და მორჩა... მითუმეტეს რომანტიზმი <3
4. მადლობა სალოოო <3
მადლობა სალოოო <3
3. გატყუებს, არც ფინალია კარგი და არც ლექსი ერთი 200წლის წინ რომ დაგეწერა ალბათ უფრო აქტუალური იქნებოდა)) გატყუებს, არც ფინალია კარგი და არც ლექსი ერთი 200წლის წინ რომ დაგეწერა ალბათ უფრო აქტუალური იქნებოდა))
2. ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან დიდი მადლობა <3
1. ფინალი კარგია! ფინალი კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|