ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატო ჩანგელია
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


წყვეტა (ნაწყვეტი)

და მაინც ყველაფერი, როგორ ტრაგიკულად წარიმართა,
და მაინც, როგორ მალე მორჩა ეს ისტორია.
მარტივი_
როგორც კალკულაცია.
არასწორი_
როგორც პოლიტიკა და სამართალი.

და მაინც არსებობს შანსები.
მე ვიძინებ.
დედა, თუ ტელეფონმა დარეკა, უპასუხე,
არაფერი თქვა ზედმეტი
-უყვარხარ, - უთხარი და გათიშე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები