ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2015


უკანმოუხედავად

სიტყვებს ვეძებდი  და თავი ვერ მოვუყარე
მერე  ავდექი და  მტკვარში გადავყარე.
იმდენი წელია, ერთნი ვართ_ ორიდან,
ნამდვილი სურვილის ახდენა მომინდა.
ჩემს ცოდვებს ვინ ზიდავს, რომელი იესო?!
თუ მარტომ შევცოდე, სხვას რატომ მიეზღო...
მთავარი სათქმელი ამ სტროფებს გაურბის
მისხლტება , სიყვარულს ვერაფრით აგიხსნი
შენნაირ ფაქიზ და სანატრელ ადამიანს...

და  ბოლო  სურვილის ახდება გადამიტანს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები