### კედლები. მიღმა მაგიდები ასე ოცამდე და გავსებული სიგარეტის კვამლით ფილტვები. ხინკლის სუნი აქვთ აქ გოგონებს, როგორც ოთახებს. ისმის აქა-იქ უსაშველოდ ბილწი სიტყვები. გარეთ თოვლია, ეხეთქება, ადნება მინებს. მოუხდებოდა ამ სიცივეს გასვლა აქედან; გრძელი გზის გავლა, მოსვლა შენთან და თქმა რამდენად, არის ცხოვრება რთული ახლა, როდესაც ხალხმა გაიგო, რომ მე ლაზღანდარა, ერთი მესიტყვე, არაფერი ვარ გარდა ერთის, ერთის გარდა, რომ მე ამ ცხოვრებამ განსხვავებით სხვათა, დამსეტყვა და მოგაკითხე, როგორც დილით ჩემს ძველ გარდერობს, რომ შემმოსო და შენ ჩამაცვა სიტყვები ისე, როგორც შენ იცი, როცა ატყობ, რომ მე, მე არ ვარ და მაპატიო, რომ ხანდახან ასეთად გიწევს, ჩემი ამგვარად ფერმიხდილი სახის დანახვა. მერე კი მითხრა, თუ რაგვარად, როგორ გინდები მეძებე ბევრი და ვერსაით, რომ ვერ მომნახე. ისმის აქა-იქ უსაშველოდ ბილწი სიტყვები. აქ ვარ. ვუყურებ კვამლით სავსე, ამ ბნელ ოთახებს. კედლები. მიღმა მაგიდები ასე ოცამდე და გავსებული სიგარეტის კვამლით თვალები. გარეთ თოვლია, როგორ გითხრა თავი მომანდო, როცა ამაღამ ლექსის მიღმაც ვერ დავიმალე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. საყვარელი ლექსია. აი, ისეთი, რომ მოგინდება ავტორს ჩაეხუტო ^^ :)) საყვარელი ლექსია. აი, ისეთი, რომ მოგინდება ავტორს ჩაეხუტო ^^ :))
3. რა ჯიგრიანი ნაწერია!
5 რა ჯიგრიანი ნაწერია!
5
2. ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
9 აპრილი, 2015 ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
9 აპრილი, 2015
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|