ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2015


სიამაყე

ვეღარ შევეგუე უშენო ცხოვრებას
და შენს ცხოვრებაშიც ვერ ვპოვე კუთხე,
ღამის სიჩუმეა, ძველ თბილის ქალაქში
საკუთარ გულისხმას ვუსმენ...
რამაც შეგვაერთა და რამაც გაგვყარა,
არეულ დროების ვერ ვმართეთ სადავე,
ემეგობრებოდი ურჩად სიამაყეს
და სწორედ ეს იყო ყველაფრის სათავე...
მინდოდა მეწერა ყველა სისულელე,
უძილო თვალებით მეხატა რიჟრაჟი,
ნაცნობ ხეივანში შენთან ხეტიალში,
აღარ შემენიღბა ბუნება გიჟმაჟი...
მომავალს უჩანდა ნათელი ნაპირი,
ზაფხულმა სიცოცხლე ვარდისფრად ახარა,
ამაყი იყავი... შენს სიამაყესთან
ჩემმა სიამაყემ თავი არ დახარა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები