ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ვასაძე
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2015


  ჩამოტვირთვა

* * *

შენი მზერა და... ეგ თვალები ისე თბილია,
მთელმა ცხოვრებამ ახლაც თვალწინ გადამიარა,
მთელს პოეზიას შემოგწირავს ვინმე პოეტი,
თუკი ერთ დილას, სადმე შეგხვდა და ჩაგიარა !
შენი მზერა და... ეგ თვალები ისე თბილია,
მილიონ ვარდსაც შენს სახლის წინ, დღესვე დავყრიდი,
მე მახსენდება ყველაფერი რაც განმიცდია,
და იმ წერილებს არ მეგონა თუ გადაყრიდი ! 
შენი მზერა და... ეგ თვალები ისე თბილია,
გზადაგზა ვივლი, შემოგწირავ კვლავაც დითირამბს,
რა ვუყოთ მერე ? - სამყაროა ასე შექმნილი !
ჯვრისწერის ღამე... ახლა უკვე აღარც გინდივარ ! 
ლექსების გარდა, ვეღარაფერს, ვეღარსად ვტოვებ,
ასეთი არის, ჩემო კარგო, პოეტის განცდა,
მადლობას გიხდი, რომ ვცხოვრობდით ასე და მერე...
მერე ლიანდაგს, მატარებლის კვალიღა დარჩა !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები