ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხატუსი
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2015


რა ვუყო სიყვარულს ?!



რა ვუყო სიყვარულს, დარჩენილს უსულოდ,
ჰაერის წვეთებს რომ დაეძებს ძარღვებში?!
რა ვუყო ცხოვრებას,უაზროს,უგულოს,
განცდებს და სიცოცხლეს ჩაკეტილს საზღვრებში?!

რა ვუყო ღამეებს ნათენებს უშენოდ,
ცარიელ სამყაროს დაკიდულს წუთებზე?!
სიგიჟე დამეძებს შიშველი ხელებით,
ის კოცნა ჯერ კიდევ ცახცახებს ტუჩებზე...

მაგიჟებს ფიქრები წარსულს რომ მიხატავს,
რა ვუყო სიყვარულს, მითხარი სად გავქრე,
ან შენი სახელი ვისთან ვიჩურჩულო,
სადამდე ვიტანჯო, გინატრო სადამდე?!

აპრილის დღეები შენს სურნელს ვამსგავსე,
მზემ შენი ღიმილი ზეცაზე აანთო,
ყოველი ვარსკვლავი შენს თვალებს ედრება,
შენი სიგრილეა ყოველი საღამო.

სიცილი მინდა და არ მყოფნის განწყობა,
ტირილი მინდა და არმყოფნის ცრემლები...
მითხარი რა ვუყო ამ ტკივილს სად გავქრე,
ვკვდები და სხეულის კედლებზე ვეხლები !!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები