ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
17 აპრილი, 2015


ოე, ოე, მსოფლიო!

  ოე, ოე, მსოფლიო! გუშინ რომ "შარლი ებდო" იყავი, ახლა რატომ არ ხარ ის ასირიელი თვალებდათხრილი, ყელგამოღადრული და თვალცრემლიანი ბავშვი? ახლა რატომ არ დგები ფეხზე დემოკრატიულო ევროპავ???
  ფუი, რა ფარსია ყველაფერი, ვიღაცის ბიზნეს-ფინანსურ ინტერესებს "ოლდეის ულტრასავით" ამოდებული...
  გვაფრთხილებდა ბებერი აზია - დამაყენეთ ჩემი ჩადრის ქვეშ, ჩემი ფასეულობებით, დაე, დავრჩე თქვენთვის "ბნელიო", მაგრამ, დააყენა ვინმემ? იმდენი უჩხიკინეს მუსულმანურ სამყაროს, სანამ ბოროტი ჯინი არ გააღვიძეს!!!
  რა ნიშანდობლივია ჟან ბოდრიარის კარგა ხნის წინ დაწერილი ესსე, სახელწოდებით "გლობალურის ძალადობა" და როგორი წინასწარმეტყველური აღმოჩნდა დღეს, აქ და ახლა!!!
  ბოდრიარი წერდა: " ამ კაცობრიობას აღარ აქვს რაიმენაირი დასრულებულობა. თავისუფალია ძველი მტრებისგან, კაცობრიობამ უნდა შექმნას მტრები შიგნიდან, რაც ფაქტობრივად წარმოშობს არაჰუმანური მეტასტაზების ფართე ნაირსახეობებს.
სწორედ აქედან მომდინარეობს გლობალურის ძალადობა. ის არის სისტემის პროდუქტი, რომელიც ბოლომდე მისდევს და დევნის სინგულარულობის ყველა ფორმას...
  უმჯობესია ამ გლობალურ ძალადობას ვუწოდოთ გლობალური საშიშროება. ძალადობის ეს ფორმა მართლაც ვირუსულია. ის მოძრაობს ინფექციის გავრცელების გზით, ვრცელდება ჯაჭვური რეაქციით და თანდათანობით ანგრევს იმუნურ სისტემას, სპობს ჩვენს შესაძლებლობას მას წინააღმდეგობა გავუწიოთ."
  სწორედ, ეს არ ხდება ახლა? ხომ იჩინა თავი "არაჰუმანური მეტასტაზების ფართე ნაირსახეობებმა"? თითქოს, უხილავი, მანიაკალური სინდრომით შეპყრობილი რეჟისორი საშინელებათა ფილმს იღებს ჩვენს თვალწინ, რაც შეიძლება მეტი სისხლიანი კადრით, მაგრამ ეს კინო არ არის, ეს სინამდვილეში ხდება, აქ, ამ პლანეტაზე, ამ სისხლით ვერგამძღარ სამყაროში, ჩვენ კი ერთი-ორი დღით შევშფოთდებით, ისიც "პიარულად" და მერე მშვიდად დაგვეძინება, სისხლს შევეჩვიეთ ან შეგვაჩვიეს და იმიტომ!!!
  ახლაც "ბნელი და უკუნი" საუკუნეა, ქრისტიანებს თავებს რომ კვეთენ? დავიჯერო, მსოფლიო საზოგადოებას არ შეუძლია წინ აღუდგეს ამ ხოცვა-ჟლეტას? შეხედეთ, რა უსამართლო და ცრემლიანია სამყარო ამ ბავშვების თვალებით!!!
  გახსნილია პანდორას ყუთი და არც არავინ ჩანს მისი დამხურავი!!! ამ ენით აუწერელი სიმხეცის შემხედვარე ასკვნი, რა ცოდვის "წუპაი და წუპწუპაი" აწვიმს კაცობრიობას და როგორი მხეციც იყო პირველყოფილი ადამიანი, იგივე ნადირია 21-ე საუკუნეშიც!!! მეცნიერები ადრე თუ მაიმუნისაგან ადამიანის წარმოშობის დამადასტურებელ ფაქტებს იკვლევდნენ, ახლა ადამიანში შერჩენილი ადამიანობის კვალი აქვთ საძებნელი!!!
    16.04.15

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები