 | ავტორი: ტატე ჟანრი: პოეზია 28 აპრილი, 2015 |
ამის შემყურეს, სილურჯე ყინვასავით გადამედო და ერთ დროს ნანახი - გულმოსული მიცვალებულივით გავშავდი.. და ეს ყველაფერი, ხდება იქ, სადაც ''ღმერთის სწამთ'' მაგრამ სახლში არ უშვებენ.. ქუჩაში შეხვდებათ, მაგრამ ''გულში ჩაკვრის'' ნაცვლად სახეში აფურთხებენ.. იქ, სადაც ''სიცოცხლეს'' სთავაზობენ და სიკვდილს ირჩევენ.. იქ, სადაც ადამიანის ''ბედნიერებისთვის'', ერთი წვეთი სიყვარულიც საკმარისია, სავსე გულს აძლევენ სიყვარულიანს და მაინც არ ჰყოფნით.. იქ, სადაც უკვდავება ''ფულშია'' და არა სულში.. იქ, სადაც ადამიანი მხოლოდ ''ხორცით'' იზრდება, ხოლო სული და გონება კი მაწანწალა ძაღლებისთვის ძვალივით საჯიჯგნად აქვთ მიგდებული.. იქ, სადაც ამბობენ რომ ''უყვართ'' ყველა და ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ სარკეში იყურებიან.. იქ, სადაც მეგობრობა ფულზე იყიდება ანდაც, ''მშვიდ'' ცხოვრებაზე იცვლება.. იქ, სადაც მოვლის ნაცვლად, ნაყოფიერ ადამიანებს ხეებივით ჭრიან და შეშასავით ღუმელში უკეთებენ რომ თვითონ ''თბილად'' იყვნენ.. იქ, სადაც ''ყველაფერი'' აქვთ, მაგრამ ვერაფერს ამჩნევენ.. იქ, სადაც ''საცმელს'' უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე სიყვარულს.. იქ, სადაც სიკეთის საფასური ''დამადლებული'' ბოროტებაა.. იქ, სადაც სამყარო, უნაკლოდ მშვენიერია და ''ამახინჯებენ''.. იქ, სადაც სიცოცხლეს დაბადებამდე კლავენ.. იქ, სადაც ეძებენ ''უკვდავებას'', როცა მოკვდავობასაც კი არ აქვს აზრი.. იქ, სადაც სიცოცხლე - სიკვდილზე იაფია, ჰაერი კი ერთ ღერ სიგარეტზე ძვირი.. იქ, სადაც არავის ახსოვს, თუ რატომ ეწამა უფალი ჩვენთვის.. სადაც ცხოვრებას აზრი აქვს დაკარგული, ჩვენ კი ღმერთი.. ყოველივე ამის შემყურეს, სილურჯე ყინვასავით გადამედო და ერთ დროს ნანახი - გულმოსული მიცვალებულივით გავშავდი..
ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან მომეწონა... რა კარგად და ბოლომდე ამბობს სათქმელს ეს ლექსი...555 ძალიან მომეწონა... რა კარგად და ბოლომდე ამბობს სათქმელს ეს ლექსი...555
4. ჰო,სამწუხაროა და არა მარტო... :( + ჰო,სამწუხაროა და არა მარტო... :( +
3. მომეწონა. მინდა ძალიან ბევრ ნაწარმოებზე ვნახო ©
მომეწონა. მინდა ძალიან ბევრ ნაწარმოებზე ვნახო ©
2. ნებისმიერი რამის კითხვა სათაურით უნდა დაიწყოთ :)) ნებისმიერი რამის კითხვა სათაურით უნდა დაიწყოთ :))
1. სად ხდება ეს? სად ხდება ეს?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|