ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ყოჩივარდა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2015


^^^^^^^^

***
როცა ქარი ღრმად სუნთქავდა და ხეებს თაბრუს ახვევდა,
როცა ბოლო ფოთოლიც ქარს გაჰყვა,
მოვიდა ბიჭი სიზმრიდან
ჩემს სულში გადაეშვა და ზღვაც დამშვიდდა..
მოვიდა ბიჭი სიზმრიდან
და ბოლო ტირიფმაც შეწყვიტა ტირილი..
მოვიდა ბიჭი სიზმრიდან
და გაზაფხულდა..
მშვიდია გაღვიძება,
ბედნიერებაა თვალის გახელა.
ის ჩემთანაა..
ის ჩემთანაა..
ყველაფრის არაფრობის მჯეროდა
მოვიდა ბიჭი სიზმრიდან
და სიყვარულის ყველაფრობის მჯერა
მოვიდა ბიჭი სიზმრიდან
და გამოიდარა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები