| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 20 აპრილი, 2015 |
მე მენატრება შენი თმები, შენი თითები, შენი უმანკო გამოხედვა და ეგ კისკისი, ვგრძნობ, უკვდავებას შენი კოცნით შევენივთები, უცხო სარდაფში დაგპატიჟებ ჭიქა ვისკიზე, მოვწევთ სიგარას-ჩამოტანილს შორი კუბიდან, კედლიდან ბეცად იმზირება მზე, ევკალიფტი; ავუმხედრდები მიძინებულს შენში კუპიდონს, თუნდაც სამყარო დაემსგავსოს აპოკალიფტურ სანგარს, რომელშიც გადარჩება ყველა მიჯნური, სანგარს, რომელშიც სიყვარულის არსი ვიხილე, რადგან დეფისი არსებობის დღეთა მიჯნაა, გარდაცვალებას უნდა ერქვას შენი სახელი, დაბადება კი, სამზადისი იყოს შენამდე, მე დავემხობი შენს წინაშე, ვით კართაგენი... ჩემო მარიამ, მიყვარხარ და ღმერთმა შემინდოს, რომ შენს თვალებში მივიწყებულ ღმერთს მივაგენი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. უსიტყვოდ... სხვა რომ არაფერი,მხოლოდ ესეც საკმაირისია სულ სულ ყველაფრისთვის უსიტყვოდ... სხვა რომ არაფერი,მხოლოდ ესეც საკმაირისია სულ სულ ყველაფრისთვის
2. ვგრძნობ, უკვდავებას შენი კოცნით შევენივთები, უცხო სარდაფში დაგპატიჟებ ჭიქა ვისკიზე... ვაჰ:) და ფინალი... მთლიანობაშიც.
ვგრძნობ, უკვდავებას შენი კოცნით შევენივთები, უცხო სარდაფში დაგპატიჟებ ჭიქა ვისკიზე... ვაჰ:) და ფინალი... მთლიანობაშიც.
1. რადგან დეფისი არსებობის დღეთა მიჯნაა, გარდაცვალებას უნდა ერქვას შენი სახელი, დაბადება კი, სამზადისი იყოს შენამდე, აქ გავიჭედე ცოტა. :) +4 რადგან დეფისი არსებობის დღეთა მიჯნაა, გარდაცვალებას უნდა ერქვას შენი სახელი, დაბადება კი, სამზადისი იყოს შენამდე, აქ გავიჭედე ცოტა. :) +4
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|