ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამხრეთის ჩრდილი
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2015


***

ჩემს დაძახილზე ზვავი ჩამოწვა
და სათქმელი მოიყოლა ქვეშ.
მოლოდინი კი ისე გადაიზარდა
მოულოდნელობად,
როგორც კამათი ჩხუბად.
როცა არ ელი და მაინც მოდის,
ან შორეული ხმა გწვდება
ბუნდოვანი ფიქრების კვალზე,
და გრძნობ, ახლა ის დროა,
სიცოცხლეში ერთხელ მაინც,
რომ უნდა მიატოვო საკუთარი თავი
და სხვაგან წახვიდე.
და როცა მობრუნდები,
მცირე ხნის თუ ხანგრძლივი
დროის შემდეგ,
შენს თავს ვერ იცნობ,
რადგან ასეა,-
მიტოვებული
ყოველთვის
იცვლის
სახეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები