(ციკლიდან: ,,ეტიუდები")
..- სიყვარულო ჩემო, როცა მღერი, ვგრძნობ შერხევას თმის ყოველი ღერის. ანგელოზთა ლხენა-გართობანი ჟღერს სხვაგვარად - ერთვის შენი ბანი. ცას ედება შენი ბგერის ექო, საქებარი დღემდეც უნდა მექო! არ გიზიდავს ლაპარაკი, სულაც, მუდამ უხმოდ აცქერდები სურათს. ყველას, სიტყვებს ვინც უაზროდ ხარჯავს, მირჩევნიხარ მე - ქალღმერთს და ხარჭას. შეგეთვისე, მოგეჩვიე ასეთს. რომ მიყვარხარ, გეტყვი მეათასედ!..."
- ვეუბნები, ხმა არ ისმის მისი, გამიცუდდა ქება-ღაღადისი. მკერდში- მგონი, გულის ნაცვლად ღრუა, ამ სიჩუმემ არე გააყრუა. არ სჯობია გულში ტყვიის დახლა? ოღონდ, ნუა ასე ჩუმად ახლა, თორემ სიმწრით ნაშენები ბუდე, თორემ ყოფა - მართალი თუ მრუდე თავს დამექცეს ლამის, დასაქცევი.... არ დავეძებ. სადმე გავექცევი! თვალში - ცრემლის მოწანწკარე რუა, ოღონდ ახლა ნუა ასე ჩუმად! ოღონდ ახლა ასე ჩუმად ნუა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მელოდიაა, მეამა. მელოდიაა, მეამა.
2. მსუბუქი და მუსიკალური...მეტად საამო წასაკითხად...:-* 555 მსუბუქი და მუსიკალური...მეტად საამო წასაკითხად...:-* 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|