ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: mari berdzenishvili
ჟანრი: პოეზია
21 დეკემბერი, 2008


იქ,სადაც ღამე არ არის შენი,
იქ,სადაც გული ვიღაცას ნატრობს,
გზაზე ვარ,როცა გამიშვი ხელი,
გზაზე ვარ,როცა დამტოვე მარტო...

როგორ უბრალოდ თენდება დილა,
ინთება ისევ ცისკარზე სხივი,
იმ ღამეს არ გავს,შენთან შესახვედრს,
დღე უშენობის წუთებს დამითვლის.

მგონია ღამე ჩემი არაა,
უშენოდ მისთვის არ მინდა ცქერა.
მე მძინავს ტკბილად და ფიქრებს გისევ
იქ,სადაც ღამე თავბრუს ხვევს ყველას.....

იქ,სადაც ღამე არ არის შენი,
იქ,სადაც გული ვიღაცას ნატრობს,
გზაზე ვარ,როცა გამიშვი ხელი,
გზაზე ვარ,როცა დამტოვე მარტო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები