ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტატე
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2015


ტკივილი

დღეს,
პირველად გარდავიცვალე
შენთვის.
სული მტკიოდა
და
ძარღვებში
კი
სისხლის
ნაგლეჯები
ეძებდნენ
გამოსავალს
აღსადგენად..
სიყვარული,
დაუსრულებელი დარდიც
ყოფილა
თურმე.
რა სასიამოვნოა
შეყვარებული
მე-ს
მიერ
განცდილი უშენობის
სევდა,
როდესაც
სარკეში ვიყურები
და
ჩემს თავთანაც
კი
არ მაქვს
სათქმელი.
მხოლოდ
სიჩუმე.
შემდეგ
კი
როცა გავიაზრე,
რომ
ეს გარდაუვალი
იყო
და
რომ
კიდევ ბევრჯერ
მომიწევდა
სასიამოვნო გარდაცვალება
შენთვის,
ყველა სიწმინდე
შენში
გამოვკეტე
და
დავმშვიდდი..
მადლობა
ღმერთს
რადგან
ერთ-ერთ შეგრძნებად
მარგუნა ტკივილი.
ამის გარეშე
ვერ
განგიცდიდი.
ვერ ვიპოვნიდი
ჩემს
თავს
შენთვის..


ავტორი: ტატე ტირანელი (გურაშვილი) ©

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები