 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 5 მაისი, 2015 |
რამდენ ხანს გასძლებს ზეზეულად ეს სიყვარული, რამდენ ხანს გასძლებს, როდემდე უნდა შეიფარონ ღამის ჩრდილებმა. აშარი ქარიც - თვალმოჭუტვით ექირქილება, ,,მიუწექით! გაწვალდებითო", წასასვლელი კი არსადა აქვს. ამ დროს რამდენი გულცარიელი ბინა არის ღამის ქალაქში და გასაღები სადმე, კუთხეში უქმად აგდია. ან ეს ძალა მიზიდულობის! ეს მაგნიტი თუ ანდამატი სისხლშია ნეტა შერეული და სხეულებში მიმოიქცევა თუ კიდევ რაღაც ნაწილია ჩვენს არსებში, ბრძენთაგან ჯერაც მიუგნები, ამოუცნობი - ნდომის, გონების, სულისა და გულის ნაჯერი. რა მოსდის მერე ამ მაგნიტსა თუ ანდამატს, შრება? ილევა? აივსება? რამდენი წყვილი, ქვეშაგებში მოწრიალე, ზურგშექცევით ჩათვლემას ცდილობს და აღარც ახსოვს, ადრე რომ ასე დაეძებდა სადმე წასასვლელს! ან იქნებ სიზმრად ისევ ზეზეულ სიყვარულს ხედავს: ხელჩაჭიდებას, იღლიისქვეშ თავშეფარებას, ელდა-კოცნებს და კოცნა-კვდომებს, ხოლო ესენი, ღამის ქუჩას შეფარებულნი, ერთმანეთს რომ ასე ეკვრიან, ფრთებს ატოლებენ, რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ. ცალი ფრთა- მეთქი, შაშვის, ბეღურის, გნოლის, გედის... აქა-იქ ქორის ან ფასკუნჯისაც გამოერევა და შენი ფრთის ცალს თუ ვერ ეწევი, აიწევი და დაცემამდე დაილეწები. (დედამიწაზე სიცოცხლე რომ არ გადაშენდეს, ღვთიურ მარაგში ძირითადად შინაური ფრინველების სანდო ფრთებია). წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ! როგორ ეკვრიან! გაეცალეთ, გაეცალეთ შეყვარებულებს, ვიდრე ასეთი სიყვარულია! გააღეთ ყველა დაგმანული კარი, ფანჯარა და ყველა მდელო იყოს ლბილი, იყოს ნელთბილი, თორემ ეს ღამეც ჩაივლის და ეს სიყვარულიც ჩაივლის და სიტყვაც ჩაივლის და ღმერთმა იცის, რა გათენდება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან, ძალიანო მომეწონა, ეს გუშინ წავიკითხე. ძალიან, ძალიანო მომეწონა, ეს გუშინ წავიკითხე.
4. ძალიან კარგია. ცხადი და ემოციური. :) ++ ძალიან კარგია. ცხადი და ემოციური. :) ++
3. მომეწონა. კრაგია ნამდვილად! :) მომეწონა. კრაგია ნამდვილად! :)
2. ძალიან ძალიან კარგია! ცრემლებამდე კარგი და ნამდვილი. " რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ." 5 რა თქმა უნდა. ძალიან ძალიან კარგია! ცრემლებამდე კარგი და ნამდვილი. " რადგანაც განგება, ჩავლილ სიყვარულს თუ ცოცხლები გადავურჩებით, ყოველ ჯერზე ახალ და სხვაგვარ ცალ ფრთას გვარგუნებს, უერთმანეთოდ ვერასოდეს მიწის პირს რომ ვერ გავეცალოთ." 5 რა თქმა უნდა.
1. რა კარგი იყო!
სხარტი, ზუსტი ფრაზები, რიტმი, ემოცია...
"წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ! "
რა კარგი იყო!
სხარტი, ზუსტი ფრაზები, რიტმი, ემოცია...
"წყვილი იყოს და ფრთა იყოს და ნუღარ დავეძებთ! "
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|